„გორის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 21 დეკემბრის №42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№5
სარეგისტრაციო კოდი
280120000.35.148.016134
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/01/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №5

2013 წლის 25 იანვარი

ქ. გორი

 

,,გორის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 21 დეკემბრის №42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
       „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,გორის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის  წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 21 დეკემბრის №42 დადგენილების (სსმ, ვებგვერდი, 31/12/2012; 280120000.35.148.016126) მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის, სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით დასაფინანსებელ დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) კონტინგენტია და მათზე გაიცემა შემდეგი სამედიცინო დახმარება ერთჯერადად:

ა) სიღარიბის ზღვარს მიღმა მაცხოვრებლები, რომელთაც გააჩნია 0-დან 70 001-მდე სარეიტინგო ქულა და არ აქვთ მიღებული ან განახლებული სადაზღვევო პოლისი, ოპერაციული მკურნალობის, სტაციონარული, ამბულატორიული მომსახურების სამკურნალო-სარეაბილიტაციო ღონისძიებების თანადაფინანსება განისაზღვროს მანიპულაციის 2000 ლარამდე  ღირებულების შემთხვევაში 50%-ით, მაგრამ არა უმეტეს 600 ლარისა, ხოლო 2001 ლარიდან ზემოთ  ღირებულების შემთხვევაში 30%-ით, მაგრამ არა უმეტეს 1500 ლარისა;

ბ) სიღარიბის ზღვარს მიღმა მაცხოვრებლები, რომელთაც გააჩნია 0-დან 70 001-მდე სარეიტინგო ქულა, საკეისრო ოპერაციების (ფორმა 100-ში საკეისრო კვეთის სამედიცინო ჩვენებით) თანადაფინანსება განისაზღვროს 400 ლარით, ხოლო სიღარიბის ზღვარს მიღმა მაცხოვრებლები, რომელთაც გააჩნია 0-დან 70 001-მდე სარეიტინგო ქულა და არ აქვთ მიღებული ან განახლებული სადაზღვევო პოლისი, ფიზიოლოგიური და საკეისრო მშობიარობის (ფორმა 100-ში საკეისრო კვეთის სამედიცინო ჩვენებით) დაფინანსება განისაზღვროს 50%-ით, მაგრამ არა უმეტეს 400 ლარის ოდენობისა;

გ) სიღარიბის ზღვარს მიღმა მაცხოვრებლები, რომლებსაც გააჩნიათ 70 001-დან 100 000-მდე სარეიტინგო ქულა – ფიზიოლოგიური მშობიარობის და საკეისრო ოპერაციების (ფორმა 100-ში საკეისრო კვეთის სამედიცინო ჩვენებით) თანადაფინანსება განისაზღვროს 50%-ით, მაგრამ არა უმეტეს 400 ლარისა;

დ) სიღარიბის ზღვარს მიღმა მაცხოვრებლები, რომელთაც გააჩნია 70 001-დან 100 000-მდე სარეიტინგო ქულა, ოპერაციული მკურნალობის, სტაციონარული, ამბულატორიული მომსახურების სამკურნალო-სარეაბილიტაციო ღონისძიებების თანადაფინანსება განისაზღვროს მანიპულაციის 2000 ლარამდე  ღირებულების შემთხვევაში 50%-ით, მაგრამ არა უმეტეს 600 ლარისა, ხოლო 2001 ლარიდან ზემოთ  ღირებულების შემთხვევაში 30%-ით, მაგრამ არა უმეტეს 1500 ლარისა”.

მუხლი 2
ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარედავით რაზმაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „გორის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 21 დეკემბრის №42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „გორის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 21 დეკემბრის №42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 25.01.2013.
როდის იქნა მიღებული „გორის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 21 დეკემბრის №42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„გორის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 21 დეკემბრის №42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 25.01.2013. მიმღები ორგანო — გორის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №5. სარეგისტრაციო კოდი — 280120000.35.148.016134.
რამდენი მუხლისგან შედგება „გორის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 21 დეკემბრის №42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „გორის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 21 დეკემბრის №42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „გორის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 21 დეკემბრის №42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.01.2013 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „გორის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 21 დეკემბრის №42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №5, 25.01.2013, სარეგისტრაციო კოდი 280120000.35.148.016134 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.01.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1826919/