ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა "სიმაღლე-წერეთელი”-ს დამფუძნებელ წევრთა კრების მოწვევა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
ინდ ივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „სიმაღლე-წერეთლი ს ”
დამფუძნებელ წევრთა კრების მოწვევის შესახებ
ინდ ივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „სიმაღლე-წერეთელი” (მის .: ქ. თბილისი, წერეთლის გამზირი № 27 ) იწვევს ამხანაგობის დამფუძნებელ წევრებთა კრებას.
ჩატარების ადგილი – ქალაქი თბილისი, ჯავახიშვილის ქ. №73.
თარიღი და დრო – 16.02.2013 წელი
საკონტაქტო პირი და მისი ტელეფონი – ზვიად თელია ტელ.: 595 115 321 / 2 376 656
– ცარო ჩრდილელი ტელ.: 599 784 021
დღის წესრიგი:
1. ამხანაგობის თავმჯდომარის ანგარიშის მოსმენა;
2. ამხანაგობის სამომავლო საქმიანობის, მიზნების და პერსპექტივების განხორციელების შესაძლებლობის შესაბამისად მისი ფუნქციონირების გაგრძელების ანდა დაშლის საკითხის განხილვა.
3. ამხანაგობის გამგებობის და თავმჯდომარის ხელახალი არჩევის საკითხი;
4. ამხანაგობაში შემოყვანილი წევრების ამხანაგობიდან გაყვანის საკითხი;
5. ამხანაგობის დაფუძნების შემდგომ, ამხანაგობაში გაწევრიანებული პირების მიერ წევრობის სანაცვლოდ შენატანების განხორციელების ფაქტის დადგენა, ამხანაგობის წევრთა და ამხანაგობის დამფუძნებელ წევრთა მიერ ვალდებულებათა არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში(შენატანის განუხორციელებლობა, შესრულების ვადების გადაცილება და დებულებით დადგენილი წესების ისეთი დარღვევა, რითაც არსებითი ზიანი მიადგა ან ადგება ამხანაგობას) გამგეობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების და ამ გადაწყვეტილებების საფუძველზე დადებული გარიგებების გაუქმება;
6. ამხანაგობის დამფუძნებელი წევრების შემადგენლობის ზუსტი სიის დადგენა;
7. ამხანაგობის კრედიტორთა გამოვლენა და მათი ზუსტი სიის დადგენა;
8. ამხანაგობის დამფუძნებელი წევრების მიერ ამხანაგობაში შემოტანილი ქონების დაბრუნების საკითხი;
9. ამხანაგობის წევრების მიერ ამხანაგობაში შემოტანილი ქონების დაბრუნების საკითხი;
10. ამხანაგობის დებულების ცვლილება;
11. სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.
ამხანაგობის თავმჯდომარე ზვიად თელია
04.02.2013 წ.