„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კ ა ნ ო ნ ი |
ა) ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) ადგილობრივი თვითმმართველობა, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული, საკუთარი, დელეგირებული უფლებამოსილებები – შეესაბამება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში მოცემულ განმარტებებს;“;
ბ) ,,პ“ პუნქტის შემდეგ დაემატოს „პ1“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
„პ1) პრიორიტეტი − რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების ძირითადი მიმართულება, რომლის ფარგლებშიც მხარჯავი დაწესებულებები/ საბიუჯეტო ორგანიზაციები ახორციელებენ პროგრამებს/ქვეპროგრამებს. პრიორიტეტის ფარგლებში შესაძლებელია ასევე გათვალისწინებულ იქნეს სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციის ფუნქციონირებისათვის საჭირო ღონისძიებები;“.
,,მუხლი 11. ბიუჯეტის უნივერსალობა
რესპუბლიკური ბიუჯეტის ყველა შემოსულობა მიიმართება გადასახდელების დასაფინანსებლად, გარდა ამ კანონით განსაზღვრული შემთხვევებისა, ამასთანავე, არც ერთი შემოსულობა, გარდა დონორების მიერ დაფინანსებული შემოსულობებისა, არ უნდა იქნეს მიმართული მიზნობრივად, კონკრეტული გადასახდელის დასაფინანსებლად. საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ მიღებული შემოსულობების შენაჩუნება თავისი მიზნებისათვის დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როცა საბიუჯეტო ორგანიზაცია არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან/და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.“.
,,5. ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ზედამხედველობასა და კოორდინაციას უწევს რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტის მომზადებას, ბიუჯეტის შესრულებასა და ანგარიშგებას, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგენს ანგარიშს კანონმდებლობით განსაზღვრული წესის შესაბამისად.“.
„1. პროგრამულ ბიუჯეტში ასიგნებები გამოიყოფა პრიორიტეტების, პროგრამების/ქვეპროგრამების მიხედვით. რესპუბლიკურ ბიუჯეტში ასიგნებები ასევე გამოიყოფა მხარჯავი დაწესებულებების და საერთო-რესპუბლიკური მნიშვნელობის გადასახდელების მიხედვით.“.
„მუხლი 171. საერთო-რესპუბლიკური მნიშვნელობის გადასახდელები
1. საერთო-რესპუბლიკური მნიშვნელობის გადასახდელები არის წლიურ ბიუჯეტში პირველი თანრიგის კოდით გათვალისწინებული ასიგნება, რომელიც ცალკეულ კოდებად მოიცავს:
ა) ვალდებულებების მომსახურებას და დაფარვას;
ბ) რესპუბლიკური ბიუჯეტის სარეზერვო ფონდს;
გ) წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდს;
დ) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის გადასაცემ ტრანსფერებს.
2. საერთო-რესპუბლიკური მნიშვნელობის გადასახდელების სხვა კატეგორიები შესაძლებელია განისაზღვროს წლიური ბიუჯეტით.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული ფონდების გარდა, სხვა საერთო-რესპუბლიკური მნიშვნელობის გადასახდელების განმკარგავი განისაზღვრება წლიური ბიუჯეტით.“.
,,მუხლი 18. რესპუბლიკური ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი
1. ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტში გაუთვალისწინებელი გადასახდელების დასაფინანსებლად იქმნება სარეზერვო ფონდი, რომლის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების მთლიანი ოდენობის 2%-ს.
2. სარეზერვო ფონდიდან თანხებს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც მოიცავს ინფორმაციას თანხის ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ, გამოყოფს შესაბამისი საფინანსო ორგანო.“.
,,3. ავტონომიური რესპუბლიკის შემადგენლობაში შემავალი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო არაუგვიანეს 10 ოქტომბრისა საჭიროების შემთხვევაში წარუდგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანასთა და ეკონომიკის სამინისტროს რესპუბლიკური ბიუჯეტიდან მისაღები ფინანსური დახმარების საპროგნოზო მოცულობის განსაზღვრისათვის მონაცემებს.“.
,,4. საერთო-რესპუბლიკური მნიშვნელობის გადასახდელებისათვის გათვალისწინებული ასიგნებების ასახვას რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტში უზრუნველყოფს ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო.“.
,,2. არა უგვიანეს 25 ივლისისა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კადრებისა და ასიგნებების ზღვრულ მოცულობებს ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი პროექტის საფუძველზე (წარედგინება ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს არა უგვიანეს 1 ივნისისა) განსაზღვრავს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა. ამასთან, რესპუბლიკურ ბიუჯეტში ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსათვის განკუთვნილი ასიგნებების შემცირება წინა წლების შესაბამის ოდენობასთან შედარებით შეიძლება მხოლოდ ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თანხმობით, ხოლო, არა უგვიანეს 1 ოქტომბრისა, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო დადგენილებით ამტკიცებს ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტის პროექტს, რომელიც ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გათვალისწინებულ უნდა იქნეს რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტში.“.
,,8. რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტის თანდართული მასალები, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულისა, მხოლოდ ინფორმაციული ხასიათისაა და არ მტკიცდება უმაღლესი საბჭოს მიერ.“.
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე (გამონაკლის შემთხვევებში არა უგვიანეს 1 მარტისა) ამტკიცებს დასაგეგმი წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტს.“;
ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს მე-5 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„5. უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტი უნდა შეიცავდეს არანაკლებ ამ კანონის 27-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“–„ვ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ინფორმაციას.“.
„მუხლი 331. რესპუბლიკური ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილება და ცვლილებები პროგრამულ კლასიფიკაციაში
1. ერთი მხარჯავი დაწესებულებიდან სხვა მხარჯავ დაწესებულებაზე ასიგნებების გადანაწილება, გარდა სარეზერვო ფონდიდან, ასევე წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდიდან გამოყოფილი ასიგნებებისა, შეიძლება მხოლოდ რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონში ცვლილებების შეტანის გზით.
2. შესაძლებელია განხორციელდეს მხარჯავი დაწესებულების პროგრამებს, ქვეპროგრამებსა და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილება.
3. მხარჯავი დაწესებულების პროგრამებს შორის თანხების გადანაწილება არ უნდა აღემატებოდეს მხარჯავი დაწესებულებისათვის წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული გადასახდელების 5%-ს, გარდა სარეზერვო ფონდიდან, ასევე წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდიდან გამოყოფილი ასიგნებებისა.
4. შესაბამისი სამართლებრივი აქტისა და მხარჯავი დაწესებულების მიერ წარმოდგენილი წინადადებების საფუძველზე, ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი უფლებამოსილია, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან შეთანხმებით, განახორციელოს ცვლილებები (პროგრამის/ქვეპროგრამის დამატება, პროგრამის/ქვეპროგრამის დასახელების შეცვლა) პროგრამულ კლასიფიკაციაში.
5. ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე, სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან გამოყოფილი თანხების ასახვის მიზნით, განახორციელოს ცვლილებები (მათ შორის, პროგრამის/ქვეპროგრამის დამატება) ბიუჯეტით დამტკიცებულ შემოსულობებსა და გადასახდელებში. ეს ცვლილებები 1 თვის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს საბიუჯეტო წლის დასრულებისა, უნდა წარედგინოს ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს.
6. საერთო-რესპუბლიკური მნიშვნელობის გადასახდელებიდან გამოყოფილი ასიგნებებით წლიური ბიუჯეტის დაზუსტება და ამ მუხლის მე-2−მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული ცვლილებები უნდა განხორციელდეს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
7. მხარჯავი დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი წინადადებებისა და ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე მხარჯავი დაწესებულებებისათვის გამოყოფილი ასიგნებებიდან თანხები შესაძლებელია გადანაწილდეს საერთო-რესპუბლიკური მნიშვნელობის გადასახდელებზე, თუ გადანაწილებული თანხები არ გადააჭარბებს საერთო-რესპუბლიკური მნიშვნელობის გადასახდელებისათვის წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების 2%-ს. აღნიშნული გადანაწილების შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ უნდა აცნობოს ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს.“.
,,1. რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების პროცესში, შემოსავლების უკმარისობის შემთხვევაში, დროებით წარმოქმნილ ფინანსურ სიძნელეებთან დაკავშირებით, რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონით გათვალისწინებული გადასახდელების დასაფინანსებლად, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებას უფლება აქვს აიღოს სესხი საქართველოს მთავრობისაგან ან/და სხვა წყაროებიდან მხოლოდ საქართველოს მთავრობის ნებართვით.
2. საბიუჯეტო სახსრები შეიძლება მიიმართოს დასაქმებისა და მცირე ბიზნესის ხელშეწყობისათვის. ამ მიზნით შეიძლება გაიცეს სესხები კონკურსის წესით, რესპუბლიკური ბიუჯეტის მთლიანი ასიგნების ოდენობის არა უმეტეს 2%-ის ფარგლებში.“.
,,5. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს, რომლის აქციები განთავსებულია უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე, წმინდა მოგების განაწილებისა და გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.“.
,,მუხლი 41. რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების ყოველკვარტალური მიმოხილვა
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ყოველი კვარტალის დასრულებიდან არა უგვიანეს 1 თვისა, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს წარუდგენს რესპუბლიკური ბიუჯეტის კვარტალურ მიმოხილვას (ნაზარდი ჯამით), რომელიც მოიცავს:
ა) შემოსულობების, გადასახდელების, ნაშთის ცვლილებისა და მთლიანი სალდოს ფაქტობრივი მოცულობების შედარებას შესაბამისი პერიოდის გეგმიურ მაჩვენებლებთან, ძირითადი განსხვავებების განმარტებებს;
ბ) ინფორმაციას ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სარეზერვო ფონდის (მთავრობის გადაწყვეტილება, მხარჯავი დაწესებულება, თანხის მოცულობა და ათვისების მდგომარეობა, თითოეულ ასიგნებაზე ცალ-ცალკე) განკარგვის თაობაზე.“.
ჩაქვი, 27 თებერვალი 2013 წ. N35-უ.ს.რ.ს.
|