„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 6 ივლისის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №1 |
|
2013 წლის 8 თებერვალი დ. ჩხოროწყუ |
„მუხლი 4. აპარატის სტრუქტურული ერთეულები
აპარატის სტრუქტურული ერთეულებია:
1) იურიდიულ საკითხთა და საქმისწარმოების განყოფილება;
2) საორგანიზაციო საკითხთა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება;
3) საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის განყოფილება.
4) საფინანსო-საბიუჯეტო, აგრარულ, ქონების მართვისა და სოციალურ საკითხთა განყოფილება.“.
„მუხლი 6. საორგანიზაციო საკითხთა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება
საორგანიზაციო საკითხთა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება:
1) ახორციელებს საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიების და საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფების სხდომების და სხვა ღონისძიებების ჩატარების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას და სხდომაზე განსახილველ საკითხთან დაკავშირებული მასალების გამრავლებას და დარიგებას;
2) ორგანიზებას უწევს სხდომებზე პირთა მოწვევას და გაფრთხილებას, ახდენს მათ რეგისტრაციას;
3) უზრუნველყოფს სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად აუცილებელი პირობების შექმნას;
4) ახორციელებს საკრებულოს თანამდებობის პირებისა და აპარატის მოსამსახურეების მატერიალურ-ტექნიკური და სატრანსპორტო მომსახურებით უზრუნველყოფას;
5) უზრუნველყოფს საკრებულოს ინვენტარისა და მატერიალურ ფასეულობათა აღრიცხვას, მოვლა-შენახვას, რაციონალურ გამოყენებას და დაცვას. ადმინისტრაციული შენობის მოვლა-პატრონობასა და სანიტარიული ნორმების დაცვას;
6) ახორციელებს საკრებულოს და საკრებულოს აპარატის უფლებამოსილების განხორციელებისთვის საჭირო მომსახურების, საქონლისა და სამუშაოთა შესყიდვის დაგეგმვას და აღნიშნულთან დაკავშირებით წარუდგენს წინადადებებს აღმასრულებელ ორგანოს;
7) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.“.
„მუხლი 61. საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის განყოფილება
1) ორგანიზებას უწევს საკრებულოს, საკრებულოს თანამდებობის პირების და საკრებულოს წევრების შეხვედრებს მოსახლეობასთან;
2) ორგანიზებას უწევს თანამდებობის პირთა მიერ მოქალაქეთა მიღებას;
3) ორგანიზებას უწევს საკრებულოს ურთიერთობას სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, დაწესებულებებთან, საწარმოებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მოქალაქეებთან;
4) ორგანიზებას უწევს საკრებულოს კავშირურთიერთობების ჩამოყალიბებას და თანამშრომლობის განვითარებას სხვა (მათ შორის, საზღვარგარეთ) თვითმმართველ ერთეულებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
5) ორგანიზებას უწევს ოფიციალური დელეგაციების მიღებას და საკრებულოს ოფიციალური დელეგაციების მივლინებას;
6) უზრუნველყოფს საკრებულოს საქმიანობის შესახებ ოფიციალური ინფორმაციის გავრცელებას;
7) ორგანიზაციას უწევს პრესკონფერენციების, ბრიფინგების, ჟურნალისტებთან შეხვედრების ჩატარებას;
8) უზრუნველყოფს ჟურნალისტების დასწრებას საკრებულოს სხდომებზე, მათთვის სათანადო სამუშაო პირობების შექმნას, მათ ინფორმირებას, საზოგადოებასთან ქმედითი ურთიერთობების ჩამოყალიბებას;
9) უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ განხორციელებული ღონისძიებებისა და განსახორციელებელი პროექტების წარმოჩენას, პრესრელიზების, შეტყობინებების და სხვა სახის საინფორმაციო მასალების მომზადებას და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი ფორმით მიწოდებას;
10) ახდენს საკრებულოს ორგანოების და თანამდებობის პირების საქმიანობის შესახებ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გაშუქებული მასალების და პუბლიკაციების ანალიზს;
11) ორგანიზებას უწევს სოციოლოგიური გამოკითხვების ჩატარებას;
12) ახორციელებს საკრებულოს ოფიციალური ვებგვერდის ადმინისტრირებას;
13) უზრუნველყოფს საკრებულოს ოფიციალური ვებგვერდისთვის ინფორმაციების მოძიებას, მათ დამუშავებას და გამოქვეყნებას.
14) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.“.
„მუხლი 62. საფინანსო-საბიუჯეტო, აგრარულ, ქონების მართვისა და სოციალურ საკითხთა განყოფილება
საფინანსო-საბიუჯეტო, აგრარულ, ქონების მართვისა და სოციალურ საკითხთა განყოფილება:
1) უზრუნველყოფს ფინანსური სახსრებისა და მატერიალურ საშუალებათა ხარჯვის აღრიცხვას და ანალიზს, ადგენს საკრებულოს შენახვის ხარჯებს.
2) ახორციელებს საკრებულოსა და მისი აპარატის საფინანსო უზრუნველყოფის დაგეგმვას;
3) დახმარებას უწევს საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიას თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტით გათვალისწინებული შემოსავლების მიღებისა და ხარჯვის მიზნობრიობის შესწავლაში და ფინანსური ხასიათის სამართლებრივი აქტების (ბიუჯეტი, ცვლილებები ბიუჯეტში და სხვა) პროექტების განხილვაში;
4) აანალიზებს და აფასებს ფინანსურ საკითხებზე ანგარიშებს, ანალიტიკურ მასალებს და წინადადებებს წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს შემდგომი რეაგირებისათვის;
5) უწევს მეთოდურ დახმარებას საკრებულოს თანამდებობის პირებს და წევრებს საფინანსო-საბიუჯეტო სფეროს მიკუთვნებულ საკითხებში;
6) დახმარებას უწევს საკრებულოს შესაბამის კომისიას თვითმმართველი ერთეულის სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამების შემუშავებაში და აგრარული სექტორის განვითარების საკითხებთან დაკავშირებით წინადადებების მომზადებაში;
7) ფლობს და აღრიცხავს მონაცემებს ადგილობრივი თვითმმართველობისა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების თაობაზე. უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების, საწარმოთა წილების, აქციების, ფასიანი ქაღალდების აღრიცხვაზე ინფორმაციის მოწოდებას საკრებულოს თავმჯდომარისთვის;
9) დახმარებას უწევს საკრებულოს შესაბამის კომისიას სოციალურ სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადებაში;
10) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
|