1. ლიზინგის გამცემის მიერ აღსრულების ორგანოსთვის ლიზინგის მოწმობის წარდგენის შემთხვევაში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალება ან/და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალება, რომელზედაც საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრირებულია ლიზინგი, ლიზინგის გამცემს მფლობელობაში დაუბრუნდება მოძრავი ნივთის გადაცემისათვის ამ კანონით დადგენილი წესით.
2. ლიზინგის მოწმობის აღსრულების ორგანოსთვის წარდგენის მართლზომიერებისათვის პასუხისმგებელია ლიზინგის გამცემი.
საქართველოს 2017 წლის 30
ივნისის
კანონი №1198 - ვებგვერდი, 14.07.2017