მოძრავი ნივთის გადაცემა

1. მოგირავნის მიერ აღსრულების ორგანოში გირავნობის მოწმობის წარდგენის შემთხვევაში დაგირავებული „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალება ან/და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალება მას მფლობელობაში გადაეცემა მოძრავი ნივთის გადაცემისათვის ამ კანონით დადგენილი წესით.

2. გირავნობის მოწმობის აღსრულების ორგანოში წარდგენის მართლზომიერებისთვის პასუხისმგებელია მოგირავნე.

საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1542 - სსმ I, №21, 03.08.2009წ., მუხ.125

საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3884- სსმ I, №72, 22.12.2010 წ., მუხ.438

საქართველოს 2013 წლის
24
დეკემბრის კანონი №1834 - ვებგვერდი, 03.01.2014