1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილება ქონებრივი ზიანის ანაზღაურების ნაწილში/გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ქონებრივი ზიანის ანაზღაურების შესახებ აღსრულდება ამ კანონით დადგენილი წესით.
2. ქონებრივი ზიანი დამრღვევმა უნდა აანაზღაუროს მისთვის დადგენილების ჩაბარებიდან არა უგვიანეს 30 დღისა (ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემთხვევაში – ამავე აქტით განსაზღვრულ გონივრულ ვადაში, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს), ხოლო დადგენილების/ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების შემთხვევაში – საჩივრის დაუკმაყოფილებლად დატოვების შესახებ შეტყობინების მიღებიდან არა უგვიანეს 15 დღისა.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ვადაში ქონებრივი ზიანის ანაზღაურების ნაწილში დადგენილების/ქონებრივი ზიანის ანაზღაურების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შეუსრულებლობისას ეს დოკუმენტები იძულებითი აღსრულების საფუძველია.
საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3884- სსმ I, №72, 22.12.2010 წ., მუხ.438
საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4073- სსმ I, №76, 29.12.2010 წ., მუხ.5