1.
ოპერატიულ-სამძებრო
საქმიანობა
ემყარება
ადამიანის
უფლებებისა
და
თავისუფლებების,იურიდიული
პირის
უფლებების
დაცვისა
და
პატივისცემის,კანონიერების,კონსპირაციის,ღია
და
ფარული
მეთოდების
შეხამების
პრინციპებს.
2.
ოპერატიულ-სამძებრო
ღონისძიება
ხორციელდება
მხოლოდ
იმ
შემთხვევაში,თუ
მისი
განხორციელება
გათვალისწინებულია
კანონით
და
ის
აუცილებელია
დემოკრატიულ
საზოგადოებაში
ლეგიტიმური
მიზნების
მისაღწევად
−
ეროვნული
უშიშროების
ან
საზოგადოებრივი
უსაფრთხოების
უზრუნველსაყოფად,უწესრიგობის
ან
დანაშაულის
ჩადენის
თავიდან
ასაცილებლად,ქვეყნის
ეკონომიკური
კეთილდღეობის
ინტერესების
ან
სხვა
პირთა
უფლებებისა
და
თავისუფლებების
დასაცავად.
3.
ოპერატიულ-სამძებრო
ღონისძიება
აუცილებელია
დემოკრატიულ
საზოგადოებაში,თუ
მისი
განხორციელება
გამოწვეულია
გადაუდებელი
საზოგადოებრივი
საჭიროებით
და
ის
ლეგიტიმური
მიზნის
მიღწევის
შესაფერისი
და
პროპორციული
საშუალებაა.
4.
ოპერატიულ-სამძებრო
ღონისძიების
განხორციელების
ფარგლები
და
ამ
ღონისძიების
შედეგად
მოპოვებული
მონაცემები
ოპერატიულ-სამძებრო
ღონისძიების
ლეგიტიმური
მიზნისა
და
ამოცანის
პროპორციული
უნდა
იყოს.
5.
აკრძალულია
იმ
ოპერატიულ-სამძებრო
ღონისძიების
განხორციელება,რომელიც:
ა)
საფრთხეს
უქმნის
ადამიანის
სიცოცხლეს,ჯანმრთელობას,პატივსა
და
ღირსებას,ქონებას;
ბ)
საფრთხეს
უქმნის
იურიდიული
პირის
უფლებებს;
გ)
დაკავშირებულია
მოტყუებასთან,შანტაჟთან,ძალით
დაყოლიებასთან,დანაშაულის
ან
სხვა
მართლსაწინააღმდეგო
ქმედების
ჩადენასთან.
საქართველოს 2005 წლის 20 აპრილის კანონი №1370-სსმI, №1 9, , 28.04.2005წ., მუხ.140
საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1682-სსმI, №35, 04.07.2005წ., მუხ.21
საქართველოს 2010 წლის 24 ოქტომბრის კანონი №3619-სსმI, №51, 29.09.2010წ., მუხ.332
საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2635 – ვებგვერდი, 18.08.2014