,,ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მერის 2006 წლის 26 დეკემბრის N22 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№14
სარეგისტრაციო კოდი
010260030.52.101.016081
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/03/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ქ. თბილისის მერის

ბრძანება №14

2013 წლის 14 მარტი

ქ. თბილისი

 

,,ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მერის 2006 წლის 26 დეკემბრის №22 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
,,ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის დებულების  დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მერის 2006 წლის 26 დეკემბრის №22 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში (გაზეთი ,,24 საათი“, №291,გვ.15, 29 დეკემბერი 2006წ.) შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება:

ა)  1-ლი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს: საქართველოს კონსტიტუციით, ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით, ,,საქართველოს დედაქალაქის _ თბილისის შესახებ” საქართველოს კანონით, ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით”, ,,გარემოს დაცვის შესახებ” საქართველოს კანონით, ,,ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ” საქართველოს კანონით, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის“ კოდექსით, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონით, ,,ქ. თბილისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 12 ოქტომბრის №1-1 გადაწყვეტილებით დამტკიცებული დებულებით, ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57  დადგენილებით, სხვა ნორმატიული აქტებითა და წინამდებარე დებულებით.“

ბ) ამოღებულ იქნეს  მე–3 მუხლის 1–ლი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი.

გ) მე–3 მუხლის მე–2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით და „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის“ კოდექსით დადგენილი ზომების განხორციელება.“

დ) ამოღებულ იქნეს მე–3 მუხლის მე–2 პუნქტის „პ2“ ქვეპუნქტი.

ე)  მე-7 მუხლის მე–2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) მთაწმინდის რაიონული განყოფილება.“

ვ)  მე-7 მუხლის მე–2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ)კრწანისის რაიონული განყოფილება.“

ზ)  71 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„71. ლანდშაფტურ–სარეკრეაციო ტერიტორიის დაცვის განყოფილება უზრუნველყოფს ქ. თბილისის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვას. ასევე, სამსახურის კომპეტენციაში შემავალი  დარღვევების აღმოჩენას და შესაბამისი ზომების მიღებას.“

მუხლი 2
ეს ბრძანება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.   

ქ. თბილისის მერიგიორგი უგულავა