„ქალაქ თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მერის 2009 წლის 27 ივლისის #38 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქ. თბილისის მერის ბრძანება №16 |
|
2013 წლის 25 მარტი ქ. თბილისი |
ა) მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7 სამსახურის ფუნქციებია:
ა) ქ. თბილისში არსებული მწვანე ნარგავების დაზიანებული ტერიტორიების სპეციალური გამოკვლევა, აღდგენა და გაშენება-გამწვანება;
ბ) მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობა და აღრიცხვის წარმოება;
გ) ქ. თბილისის ტერიტორიაზე კერძო საკუთრებაში არსებული მწვანე ნარგავების (გარდა ხილკენკროვანი მცენარეებისა) ჭრაზე ნებართვის გაცემა;
დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, სპეციალური ჭრების დაგეგმვა და განხორციელება;
ე) ქ. თბილისის მოსახლეობის სათბობი შეშით უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
ვ) დედაქალაქის გამწვანების პრიორიტეტების, პროგრამებისა და გეგმების შემუშავება; ქ. თბილისის მერის საკრებულოში წარსადგენად მათი მომზადება;
ზ) ცენტრალურ გამზირებზე, ქუჩებზე, ბაღ-სკვერებში, პარკებში, მოედნებსა და გამწვანების სხვა ობიექტებში არსებული ზეხმელი და ავარიული ხეების გეგმური ფორმირება და ამოძირკვა;
თ) დედაქალაქში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხებთან დაკავშირებული სხვადასხვა სასწავლო–სამეცნიერო და გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა;
ი) სახელმწიფო ორგანოებთან ერთობლივი კომპეტენციის ფარგლებში ბუნებათსარგებლობის, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
კ) ქ. თბილისის ტერიტორიაზე არსებული შემოსასვლელების, სანაპიროებისა და პარკების პროექტირება და მოწყობა;
ლ) ქ თბილისის ტერიტორიაზე არსებული შემოსასვლელების, სანაპიროებისა და პარკების გამწვანება–განაშენიანება, დაზიანებული და განადგურებული ტერიტორიების აღდგენა;
მ) ქ. თბილისის ტერიტორიაზე არსებული შემოსასვლელების, სანაპიროებისა და პარკების მოვლა–პატრონობა;
ნ) ქ. თბილისის ტერიტორიაზე არსებული შემოსასვლელებში, სანაპიროებზე და პარკებში დეკორატიული კუთხეების პროექტირება და მოწყობა;
ო) ქ. თბილისის ტერიტორიაზე არსებული სარწყავ–სამელიორაციო სისტემების დაგეგმარება და მშენებლობა;
პ) არსებული სარწყავი ქსელების შესწავლა, მოწესრიგება და რეაბილიტაცია;
ჟ) ნიადაგის ნაყოფიერების აღდგენის ღონისძიებებში მონაწილეობა;
რ) ქ. თბილისის ტერიტორიაზე არსებული გაზონების, ფერდობებისა და ყვავილნარების მოვლა–პატრონობა;
ს) გაზონებზე, ფერდობებსა და ყვავილნარებში დეკორატიული კუთხეების პროექტირება და მოწყობა;
ტ) ქ. თბილისის ტერიტორიაზე არსებული გაზონების, ფერდობებისა და ყვავილნარების გამწვანება-განაშენიანება, დაზიანებული და განადგურებული ტერიტორიების აღდგენა.
ბ) მე-8 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ქ.თბილისის შემოსასვლელების, სანაპიროების, პარკების აღდგენისა და მოწყობის განყოფილება;“;
გ) მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9.
1. ქ. თბილისის შემოსასვლელების, სანაპიროებისა და პარკების აღდგენის და მოწყობის განყოფილება უზრუნველყოფს ამ დებულების მე–7 მუხლის „კ“–„ჟ“ პუნქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას, აგრეთვე, კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების, ფუნქციების, ქ.თბილისის მერის, ვიცე–მერის, მერის ერთ–ერთი მოადგილის და სამსახურის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულებას;
2. ბაღ-სკვერების, მოედნების, ფერდობების, გაზონების, ყვავილნარების, ლანდშაფტების ექსპლუატაციის, აღდგენისა და მოწყობის განყოფილება უზრუნველყოფს ამ დებულების მე-7 მუხლის „ო“–„ტ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას;
3. ეკოლოგიის, მწვანე ნარგავების მოვლისა და გარემოს დაცვითი ღონისძიებების განყოფილება უზრუნველყოფს ამ დებულების მე-7 მუხლის „ა“–„ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების, ფუნქციების, ქ.თბილისის მერის, ვიცე–მერის, მერის ერთ–ერთი მოადგილის და სამსახურის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულებას“.
ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
|