„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№128
სარეგისტრაციო კოდი
200090000.22.033.016532
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/05/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №128

2013 წლის 30 აპრილი

ქ. თბილისი

 

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 


მუხლი 1
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (200090000.22.033.016112, ვებგვერდი, 060111, 03/01/2011) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს  შემდეგი ცვლილება:
1. 63-ე მუხლის  მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. 64-ე მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 64. იმპორტის დღგ-ით დაბეგვრის სპეციალური წესის გამოყენებაზე უარი და სტატუსის გაუქმება“

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 -მე-6 პუნქტები:

„4.  პირს, რომელსაც სტატუსი მიენიჭა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 162-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უუქმდება მინიჭებული სტატუსი, თუ სტატუსის მინიჭებიდან ნებიმიერი მომდევნო უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში დასაბეგრი ოპერაციების მიხედვით მის მიერ დეკლარირებული და ბიუჯეტში გადახდილი დღგ-ის თანხა 200 000 ლარზე ნაკლებია.

5. პირს, რომელსაც სტატუსი მიენიჭა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 162-ე მუხლის 21 ნაწილის საფუძველზე, უუქმდება მინიჭებული სტატუსი, თუ იმპორტის დღგ-ით დაბეგვრის სპეციალურ წესზე გადასვლიდან მომდევნო უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში არ განუხორციელებია საწარმოს ძირითად საშუალებად გამოსაყენებელი ან/და საწარმოს ძირითადი საშუალებისათვის განკუთვნილი, არანაკლებ 5,0 მლნ ლარის საბაჟო ღირებულების საქონლის იმპორტი.

6. ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, პირს სტატუსი უუქმდება სტატუსის გაუქმების საფუძვლის დადგომის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან."

3. 112-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 და მე-5 პუნქტები:

 „4. პირებს, რომლებსაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 162-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე სტატუსი მინიჭებული აქვთ 2013 წლის 1 ივნისამდე და სტატუსის მინიჭებიდან გასულია 12 კალენდარული თვე, სტატუსი უუქმდებათ იმ შემთხვევაში, თუ 2013 წლის 1 ივნისამდე წინა 12 უწვეტი კალენდარული თვის განმავლობაში მათ მიერ დასაბეგრი ოპერაციების მიხედვით დეკლარირებული და ბიუჯეტში გადახდილი დღგ-ის თანხა 200 000 ლარზე ნაკლებია. ამ შემთხვევაში, პირს სტატუსი უუქმდება 2013 წლის 1 ივნისიდან.

5. პირებს, რომლებსაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 162-ე მუხლის 21 ნაწილის საფუძველზე სტატუსი მინიჭებული აქვთ 2013 წლის 1 ივნისამდე და სტატუსის მინიჭებიდან გასულია 12 კალენდარული თვე, სტატუსი უუქმდებათ იმ შემთხვევაში, თუ სტატუსის მინიჭებიდან მომდევნო უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში არ განუხორციელებიათ საწარმოს ძირითად საშუალებად გამოსაყენებელი ან/და საწარმოს ძირითადი საშუალებისათვის განკუთვნილი, არანაკლებ 5,0 მლნ ლარის საბაჟო ღირებულების საქონლის იმპორტი. ამ შემთხვევაში, პირს სტატუსი უუქმდება 2013 წლის 1 ივნისიდან.”.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2013 წლის 1 ივნისიდან.

ფინანსთა მინისტრინოდარ ხადური

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 30.04.2013.
როდის იქნა მიღებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 30.04.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №128. სარეგისტრაციო კოდი — 200090000.22.033.016532.
რამდენი მუხლისგან შედგება „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.04.2013 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №128, 30.04.2013, სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.016532 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.04.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1910630/