გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №28 |
|
2013 წლის 10 მაისი ქ. გორი |
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის, აგრეთვე ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
1.
განესაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს უფლებამოსილებათა განხორციელებისთვის საჭირო ხარჯების ანაზღაურებისათვის (ზღვრული ოდენობა) თვეში 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით:
ა)
საკრებულოს სხდომებში მონაწილეობისათვის;
ბ)
საკრებულოს კომისიებში მონაწილეობის მისაღებად;
გ)
ამომრჩევლებთან შეხვედრებისთვის;
დ)
საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირებთან შეხვედრებისათვის.
2.
თუ საკრებულოს წევრი ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობიდან არ შეასრულებს თუნდაც ერთს, არ მიეცეს ხარჯების ანაზღაურებისათვის გათვალისწინებული თანხის ზღვრული ოდენობა.
მუხლი 2
1.
საკრებულოს თითოეული წევრისთვის ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“-,,დ“ ქვეპუნქტებში მითითებული ასანაზღაურებელი ხარჯის გაცემა ხდება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, საკრებულოს აპარატის უფროსის მიერ ერთიანი სახით მიწოდებული ინფორმაციის (მოხსენებითი ბარათის) საფუძველზე.
2.
ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საკრებულოს წევრის საქმიანობის აღრიცხვის წარმოებას ახორციელებს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი.
3.
საკრებულოს თითოეული წევრისთვის ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საკრებულოს წევრის საქმიანობის აღრიცხვისათვის საკრებულოს წევრები (გარდა საკრებულოს თავმჯდომარისა), როგორც წესი, ყოველი თვის 20 რიცხვში (თუ შესაბამისი თვის 20 რიცხვი ემთხვევა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე ან/და დასვენების დღეს – მომდევნო სამუშაო დღეს) საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენენ მოხსენებით ბარათს, რომელშიც მითითებული უნდა იყოს ინფორმაცია ამომრჩევლებთან შეხვედრისა ან/და საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირებთან შეხვედრის შესახებ წინა თვეში ამ პუნქტით გათვალისწინებული განცხადების წარდგენის დღიდან მიმდინარე თვეში შესაბამისი განცხადების წარდგენის დღემდე.
4.
ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ საკრებულოს წევრის მოხსენებით ბარათში აისახება:
ა)
შეხვედრის ჩატარების დრო და ადგილი;
ბ)
შეხვედრის თემატიკა.
მუხლი 3.
გარდამავალი დებულებანი
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს ,,გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ” გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 13 იანვრის №3 დადგენილება.
მუხლი 4.
დასკვნითი დებულებანი
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2013 წლის 1 ივნისიდან.
|