„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№58-უ.ს.გ.ს.
სარეგისტრაციო კოდი
040090000.30.056.016029
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/05/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

კ ა ნ ო ნ ი

 

 

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №68, 14.12.2010) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის:
ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „5. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, განსაკუთრებულ შემთხვევაში, საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, უფლება აქვს ქონება უსასყიდლოდ საკუთრებაში გადასცეს მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოს ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს, აგრეთვე, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას, რის თაობაზეც უმაღლეს საბჭოს არაუგვიანეს სამი სამუშაო დღისა  წარუდგენს შესაბამის ინფორმაციას.“. 

ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. უძრავი ქონების, წილებისა და აქციების პირდაპირი მიყიდვისას ან კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვისას ინფორმაცია  უნდა შეიცავდეს ქონების დასახელებას,  საპრივატიზებო საფასურს (საწყის ფასს, ფასის ცვლილებას), საპრივატიზებო პირობებს.“.

2. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმითა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება ხორციელდება მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილების საფუძველზე, ამ კანონის მე-12 მუხლით დადგენილი წესით, რის თაობაზეც გადაწყვეტილების მიღებამდე არა უგვიანეს სამი სამუშაო დღისა  უმაღლეს საბჭოს წარუდგენს შესაბამის ინფორმაციას.“.

3. მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვა, საპრივატიზებო საფასურის და შესაბამისი პირობების დადგენა ხორციელდება მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, რის თაობაზეც გადაწყვეტილების მიღებამდე არა უგვიანეს სამი სამუშაო დღისა უმაღლეს საბჭოს წარუდგენს შესაბამის ინფორმაციას. თუ ქონების ნარჩენი საბალანსო ღირებულება არ აღემატება 10000 ლარს, მთავრობის თავმჯდომარე უფლებამოსილია უმაღლესი საბჭოს წინასწარი ინფორმირების გარეშე მოახდინოს მისი პირდაპირი მიყიდვა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვა. “. 

4. 24- მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. წილებისა და აქციების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება შეიძლება განხორციელდეს პირდაპირი მიყიდვის ან კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით, მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილების საფუძველზე, ამ კანონის მე-12 მუხლით დადგენილი წესით, რის თაობაზეც გადაწყვეტილების მიღებამდე არაუგვიანეს სამი სამუშაო დღისა უმაღლეს საბჭოს წარუდგენს შესაბამის ინფორმაციას.“.

მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეარჩილ ხაბაძე

 

ჩაქვი,

16 მაისი 2013 წ.

N58-უ.ს.გ.ს.