,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 21 დეკემბრის №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №7 |
|
2013 წლის 22 მაისი ქ. სამტრედია |
დ ა ა დ გ ი ნ ა:
|
სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტი
განისაზღვროს სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
|
განისაზღვროს სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება, თანდართული რედაქციით:
|
განისაზღვროს სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის შემოსავლები 6700,0 ათ. ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
განისაზღვროს სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის გადასახადები 1400.0 ათ.ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
განისაზღვროს სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის გრანტები 4565,0 ათ.ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
განისაზღვროს სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 735,0 ათ.ლარის ოდენობით თანდართული რედაქციით:
|
განისაზღვროს სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის ხარჯები 6983.8 ათ.ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
განისაზღვროს სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 292,9 ათ.ლარით, მათ შორის:
ა) განისაზღვროს სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 458,4 ათ.ლარით თანდართული რედაქციით:
ბ) განისაზღვროს სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 165,5 ათ.ლარის ოდენობით თანდართული რედაქციით:
|
განისაზღვროს სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში თანდართული რედაქციით:
|
2. განისაზღვროს სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 268.4 ათ.ლარის ოდენობით.
1. დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი 180.0 ათ.ლარი მიიმართოს:
ა). „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 62.0 ათ.ლარი;
ბ). „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 110.0 ათ.ლარი;
გ) „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 8.0 ათ.ლარი.
2. ”საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის” 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განვალობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განმსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება.
ბოლო დროს გახშირებული სტიქიური, სახანძრო და სხვა უბედური შემთხვევების პრევენციის მიზნით საჭიროა პერსონალის სახანძრო და სამაშველო ტექნიკური ინვენტარით უზრუნველყოფა.
სამტრედიის მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების, აგრეთვე საგზაო უსაფრთხოების ამოცანათა შესრულება ინტენსიურად ხორციელდება შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ.
საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის სამტრედიის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა და რეზერვისტთა აღრიცხვა, შეკრება და გაწვევის პუნქტამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა.
1.1. საგანგებო სიტუაციების მართვა - 293,2 ათ.ლარი (პროგრამული კოდი 02 01 )
ბოლო დროს გახშირებული სტიქიური, სახანძრო და სხვა უბედური შემთხვევების პრევენციის მიზნით საჭიროა პერსონალის სახანძრო და სამაშველო ტექნიკური ინვენტარით უზრუნველყოფა.
1.2. ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა - 127.6 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 02 03 )
საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის სამტრედიის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა და რეზერვისტთა აღრიცხვა, შეკრება და გაწვევის პუნქტამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა.
2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია 1985,9 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 0300 )
სამტრედიის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა - რებილიტაცია, ქალაქის საცხოვრებელი უბნების, ეზოების, დასასვენებელი პარკების და მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობა, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები.
2.1 საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა - 144.6 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 0301 )
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში გზების რეაბილიტაცია, სოფლების შიდა გზების მოხრეშვა. მოსაცდელების შეძენა-დამონტაჟება, ასევე ხიდების და ბოგირების რეაბილიტაცია . პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული გზების მშენებლობა-რეაბილიტაცია. ქ. სამტრედიაში ტროტუარების რეაბილიტაცია. ( საქ.მთავრობის 2011 წლის 1 აპრილის №735 განკარგულებით - 25.1 ათ.ლარი).
საქართველოს მთვრობის 2013 წლის 4 აპრილის №311 განკარგულებით საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, საგზაო მშენებლობისა და რეაბილიტაციისათვის - 89,5 ათ.ლარი.
2.2 კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა - 1023,8 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 0302)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაცია, გარე განათების ქსელის გაფართოება, არსებული ქსელის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტის დასუფთავება.
2.2.1 კომუნალური მეურნეობის განვითარება - 624,9 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 030201)
სამტრედიის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტს წარმოადგენს კომუნალური მეურნეობის განვითარება 537,9 ათ.ლარი. ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია კომუნალური მეურნეობის მიმდინარე ხარჯების დაფინანსება, ყოველდღიური დაგვა-დასუფთავება. მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს კეთილსაიმედო სანიტარიული მდგომარეობის უზრუნველყოფა,
სამტრედიის მუნიციპალიტეტში მაწანწალა ცხოველების არსებობა სხვადასხვა ვირუსული დაავადებების და ცოფის გავრცელების ძირითად საფრთხეს წარმოადგენს, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში თანხით 7.0 ათ.ლარი. განხორციელდება ცხოველების დაჭერა და მათი გადაყვანა სპეციალიზებულ თავშესაფარში, რითაც უზრუნველყოფილი იქნება მათი რაოდენობის მინიმუმამდე დაყვანა და შესაძლო საფრთხეების თავიდან აცილება.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №380 განკარგულებით 80,0 ათ.ლარი გამოყოფილ იქნა კოშკურა-ამწის შესყიდვისათვის.
2.2.2 დასუფთავება - 134,7 (პროგრამული კოდი 030202 )
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არხების გაწმენდა და დანალექების გატანა..
- საქართველოს მთავრობის 27.07 2012 წლის №1453 განკარგულებით 14.7 ათ. ლარი
- საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №380 განკარგულებით 120,0 ათ. ლარი გამოყოფილ იქნა ქალაქის ტერიტორიაზე განთავსებული სანაგვე ურნების შესაძენად.
2.2.3 საკანალიზაციო სისტემების მოწყობა-რეაბილიტაციის ღონისძიებები - 0 (პროგრამული კოდი 030203)
2.2.4 ბინათმშენებლობა - 29.7 ათ.ლარი ( პროგრამული კოდი 030204 )
ქვეპროგრამის ფარგლებში გამსაკუთრებით მნიშვნელოვანია საბინაო ამხანაგობების მხარდამჭერი პროგრამების განხორციელება. დაგეგმილია მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების სახურავების და შიდა კომუნიკაციების რეაბილიტაცია, ჭავჭავაძის ქუჩა № 4 ბინის გადახურვა .
საქართველოს მთავრობის 4 აპრილის №311 განკარგულებით საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი 2,7ათ.ლარი.
2.2.5. წყლის სისტემების რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია - 5,6 (პროგრამული კოდი 030205 )
2.2.6 გარე განათების რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია - 228,9ათ.ლარი (პროგრამული კოდი 030206)
დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის განათება, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ქალაქ სამტრედიაში განათების მომსახურება და საახალწლო და საშობაო ღონისძიებებისათვის ქუჩების დეკორატიული განათებები.
2.3 მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები - 82.6,ათ.ლარი (პროგრამული კოდი 03 03 )
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული სკვერებისა და პარკების კეთილმოწყობის სამუშაოები, სადღესასწაულო დღეებისათვის ქალაქის გაფორმება.
2.3.1 საკადასტრო რუკების მომზადება - 4.8 ათ.ლარი (პროგრამული კოდი 030301 )
სამტრედიის გამგეობის მუნიციპალიტეტის შენობა-ნაგებობების, ასევე საპრივატიზაციო მიწების საკადასტრო აზომვითი ნახაზები.
2.3.2 სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პანთეონის, სასაფლაოების, ტერიტორიის გამწვანებისა და სანერგე მეურნეობის განვითარების ღონისძიებები - 71,0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 030303 )
სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პანთეობის და სასაფლაოების კეთილმოწყობის ღონისძიებები, ქალაქის გამწვანებისათვის ხეების დარგვის სამუშაოები, სხვა დეკორატიული მცენარეების განაშენიანება.
2.3.3 სკვერების მოწყობა -6,8 ათ.ლარი(პროგრამული კოდი 03 03 04 )
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 4 აპრილის №311 განკარგულებით საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან - 6,8ათ. ლარი.
2.3.4 სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებლი - 734,9 ათ.ლარი(პროგრამული კოდი 0304)
- საქართველოს მთავრობის 2012 წლის 31 იანვრის №162 განკარგულებით
- გაზიფიკაციის მილსადენის მშენებლობა 10.1 ათ. ლარი
- საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თბერვლის №25 დადგენილებით სოფლის მხარდაჭერის პროგრამით განსახორციელებელი სხვადასხვა სამუშოების დასაფინანსებლად გამოყოფილი იქნა 724,8ათ, ლარი.
3. განათლება - 931,3 ათ.ლარი (პროგრამული კოდი 04 00 )
მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით, დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა, მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელი განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლება-მოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად სამტრედიის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, მათი რეაბილიტაცია, ინვენტარით უზრუნველყოფა.
3.1. სკოლამდელი განათლება - 799.0 ათ.ლარი (პროგრამული კოდი 04 01 )
სამტრედიის მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს ააიპ „სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა (ბაღები და ბაგა-ბაღები ) გაერთიანება”, რომელიც აერთიანებს 22 საბავშვო ბაღს, სადაც დაწყებით განათლებას იღებს 1145 ბავშვი. საბავშვო ბაღებში ერთი ბავშვის სწავლის ღირებულება შეადგენს 12 ლარს. აღნიშნული თანხით ძირითადად ფინანსდება ბავშვების კვების ხარჯები. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აფინანსებს ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა სხვა ხარჯს. მ.შ. მასწავლებელთა და აღმზრდელთა ხელფასებს და ბაღების სხვა მიმდინარე ხარჯებს. ასევე მომდევნო წელში განხორციელდება არსებული ბაღების რეაბილიტაცია.
3.2. ზოგადი განათლების ხელშეწყობა - 15,4 ათ.ლარი (პროგრამული კოდი 04 02)
ნიგორზღვის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ტრანსპორტირების ხარჯი;
საჯარო სკოლების რეაბილიტაცია ( საქ. მთავრობის 2009 წლის 8 მაისის №347 განკარგულებით 13,4 ათ.ლარი ).
3.3. მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი - 116,9 ათ.ლარი (პროგრამული კოდი 04 03 )
ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დაფინანსება, რომელიც აერთიანებს 400 მოსწავლეს. ფუნქციონირებს სხვადასხვა წრეები, ხორციელდება სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარება. მუნიციპალიტეტიდან ფინანსდება ყველა მიმდინარე ხარჯი. სახლის აღსაზრდელები აქტიურად მონაწილეობენ ღონისძიებების ჩატარებაში.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 4 აპრილის №311 განკარგულებით საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი - 4,5 ათ. ლარი.
4 . კულტურა, რელიგია, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები - 1808,8 ათ.ლარი (პროგრამული კოდი 0500)
სამტრედიის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას, ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ასევე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება.
4.1 სპორტის განვითარების ხელშეწყობა - 640,7ათ.ლარი (პროგრამული კოდი 0501 )
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების და კლუბების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება.
4.1.1 სპორტული ღონისძიების დაფინანსება - 10.0 ათ.ლარი (პროგრამული კოდი 05 01 01 )
2013 წლის განვალობაში პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიებები.
4.1.2 სპორტული სკოლები - 630,7ათ.ლარი (პროგრამული კოდი 05 01 02 )
2013 წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები და დაფინანსდება:
- ააიპ - საცხენოსნო სპორტული კლუბი;
- ააიპ - კომპლექსური სპორტული სკოლა;
- ააიპ - საფრენბურთო კლუბი ”ჯიკო ”;
- ააიპ - ხელბურთელთა კლუბი ”სამტრედია”;
- შპს - სპორტკომპლექსი ”სამტრედია ”;
- ააიპ - კავშირი საფეხბურთო კლუბი ”სამტრედია”.
ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია არსებული სკოლების დაფინანსება. კომპლექსური სპორტული სკოლა აერთიანებს 600 მოსწავლეს, ფუნქციონირებს სპორტული ჯგუფები: ფეხბურთში, კალათბურთში, ფრენბურთში, ჭიდაობაში, კარატეში, მძლეოსნობაში, ჭადრაკში, რაგბში, კრივში, მაგიდის ჩოგბურთში, სამბოში და ძიუდოში. მუნიციპალიტეტიდან ფინანსდება ყველა მიმდინარე ხარჯი.
საფეხბურთო კლუბი ძირითადად ახორციელებს იმ ფეხბურთელების ამორჩევას, რომელიც წაადგება ქართულ ფეხბურთს. ჩამოყალიბებულია სხვადასხვა ასაკოვანი ჯგუფები.
4.2 კულტურის განვითარების ხელშეწყობა - 885,3 ათ.ლარი (პროგრამული კოდი 0502 )
სამტრედიის მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის, სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები.
4.2. სახელოვნებო სკოლები - 408,9 ათ.ლარი (პროგრამული კოდი 05 02 01 )
ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება შემდეგი მუსიკალური სკოლები:
- ააიპ - დომენტი შანიძის სახელობის №1 სახელოვნებო სკოლა
- ააიპ - №2 სამუსიკო სკოლა);
- ააიპ - სოფელ ტოლების სამუსიკო სკოლა;
- ააიპ - გომის თემის სამუსიკო სკოლა;
- ააიპ - სოფელ დიდი ჯიხაიშის სახელოვნებო სკოლა;
- ააიპ - დაბა კულაშის სამუსიკო სკოლა;
სუბსიდიით ფინანსდება ხელფასები და სხვა მიმდინარე ხარჯი.
4.2.2. კულტურის სახლი - 361,7 ათ. ლარი ( პროგრამული კოდი 05 02 02)
ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ეროსი მანჯგალაძის სახელობის კულტურის ცენტრის მიმდინარე ხარჯები.
კულტურის ცენტრის რეაბილიტაცია ( საქ. მთავრობის 27.07 2012 წლის №1453 განკარგულებით 10.0 ათ. ლარი და საქ.მთავრობის 2012 წლის 24 მაისის №972 განკარგულებით რეგიონებში ღონისძიებათა თაობაზე 59.6 ათ. ლარი).
4.2.3 კულტურისა და დასვენების პარკების გაერთიანება - 34,8 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 050203 )
ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება კულტურისა და დასვენების პარკის მიმდინარე ხარჯებით დაფინანსება.
4 .2.4 ბიბლიოთეკები - 79,9 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 05 02 04 )
ქვეპროგრამის ფარგლებში ბიუჯეტიდან ფინანსდება ააიპ - მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკა.
4.3 შპს „სამტრედიის მაცნე ” - 67.9 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 05 03 )
იგი ერთადერთი გაზეთია, რომელიც მაქსიმალურად აშუქებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოფა-ცხოვრებას, მუნიციპალიტეტისა და საკრებულოს საქმიანობას. მისი მიმდინარე ხარჯები ფინანსდება ბიუჯეტიდან.
4.4 ააიპ - მუნიციპალიტეტის საკრებულოს საინფორმაციო ცენტრი - 43.8 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 05 04)
გამოსცემს საინფორმაციო ბიულეტენს, გამოიცემა საზოგადოებრივ-პოლიტიკური მრავალდარგოვანი ჟურნალი. საინფორმაციო ცენტრის მიერ შექმნილ ვებგვერდზე განთავსდება ყველა ის ინფორმაცია, რომელიც გაშუქებული იქნება ტელევიზიასა და პერიოდულ გამოცემებში. ცენტრი უზრუნველყოფს საკრებულოსა და გამგეობის ცხელი ხაზის ფუნქციონირებას.
4.5 ახალგაზრდული ორგანიზაციების ღონისძიებების დაფინანსება - 39,4 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 0505 )
პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სხვადასხვა ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობის მეტ ჩართულობას მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობასა და მის განვითარებაში პროგრამის ფარგლებში.
4.6 რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა - 131,7 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 0506 )
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ხონი-სამტრედიის ეპარქიის სუბსიდირება, დაფინანსდება მთავარი საკათედრო ტაძარი.
1,7 ათ.ლარი გათვალისწინებულია გამოჩინებულის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრის დაფინანსება.
5. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა- 586,2 (პროგრამული კოდი 0600)
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არამხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან.
5.1 ჯანდაცვის პროგრამები - 79.0 ათ.ლარი (პროგრამული კოდი 06 01)
პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას.
5.1.1. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა - 79,0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 060103 )
ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება:
- გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობა და კონტროლის ღონისძიებები;
- იმუნოპროფილაქტიკის დაგეგმვა, განხორციელების ხელშეწყობა, საინფორმაციო სისტემის უზრუნველყოფა;
- იმუნოპროფილაქტიკის ლოჯისტიკის უზრუნველყოფა;
- მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადამტანი ფაუნის გავრცელების შესწავლა;
- პრევენციული და კონტროლის ღონისძიებები;
- პარაზიტული დაავადებების პირველადი ეპიდკვლევა;
- დაავადების დიაგნოსტიკა, პროფილაქტიკური მკურნალობა;
- სანიტარიული ღონისძიებები.
5.2 სოციალური პროგრამები - 507,2 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 0602 )
პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში, კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით და საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესებას.
5.2.1 ააიპ სახლი ” თანადგომა ” – 173,3 ათ.ლარი (პროგრამული კოდი 06 0201 )
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია:
- მარტოხელათათვის და სოციალურად დაუცველი პირებისათვის უფასო სასადილოთი სარგებლობა (135 სოციალურად დაუცველი პირი);
- მარტოხელა პენსიონრებისათვის და სოციალურად დაუცველი პირებისათვის უფასოდ პურის სარგებლობა (330 სოციალურად დაუცველი პირი);
- პირველი ჯგუფის ინვალიდებისათვის ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით ამანათების მომზადება (18 წლამდე ასაკის 80 ბავშვი);
- დღეგრძელი პირებისათვის მოხუცთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ამანათების მომზადება (100 და 100 წელს ზემოთ);
- მარტოხელა და სოციალურად უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი პირებისათვის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით ამანათების მომზადება (135 სოციალურად დაუცველი პირი ) ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით მრავალშვილიანი ოჯახებისათვის ამანათების მომზადება 5 და მეტი შვილი.
5.2.2 მუნიციპალიტეტის ”სათნოების სახლი ” - 92,9 ათ.ლარი ( პროგრამული კოდი 060202 )
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია:
მარტოხელა მიუსაფარ მოხუცებს ადგილებზე გაეწიოთ მზრუნველობა, კერძოდ, სხვადასხვა სახის აუცილებელი დახმარება, საყოფაცხოვრებო-სოციალური პირობების უზრუნველყოფა, დღე-ღამის მანძილზე სამჯერადი კვება, შემოსვა, სამკურნალო პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარება მედპერსონალისა და სანიტართა სადღესასწაულო მორიგეობა, მათი ინვენსტიციების დაცვა და წარმოჩენა სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებში, მათი ჩაბმა საზოგადოებრივად აქტიურ საქმიანობაში.
5.2.3 დედათა და ბავშვთა დახმარება - 70,3 ათ.ლარი (პროგრამული კოდი 06 02 03 )
- ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია:
- ყოველი მესამე და მეტი ახალშობილისათვის ერთჯერადი ფინანსური დახმარება 200 ლარის ოდენობით;
- მრავალშვილიანი ოჯახებისათვის ( 4 ან მეტი შვილი 18 წლამდე ) ფულადი დახმარება (თვეში 10 ლარი თითოეულ ბავშვზე);
- დედ-მამით ობოლ ბავშვთა დახმარება ახალ სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, თანხის ოდენობა 100 ლარი.
5.2.4 სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის ერთჯერადი ფინანსური დახმარება - 157,7 ათ.ლარი
(პროგრამული კოდი 060204)
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია:
- სოციალურად შეჭირვებული მოსახლეობისათვის ერთჯერადი ფინანსური დახმარება;
- საქართველოს მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახების ერთჯერადი ფინანსური დახმარება, თანხის ოდენობა 100 ლარი;
- ჩერნობილში დაზარალებულთა დახმარება, თანხის ოდენობა 50 ლარი;
- 8 აგვისტოს ომში გარდაცვლილ მონაწილეთა დახმარება;
- საჯარო მოსამსახურეთათვის ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებადი შვებულების კომპენსაციის დაფინანსება;
- მარტოხელა გარდაცვლილთა დაკრძალვის ხარჯი, თანხის ოდენობა თითოეულ გარდაცვლილის ოჯახზე 150 ლარი;
- დიალეზზე მყოფ მოქალაქეთა ფინანსური დახმარება, თითოეულ მოქალაქეზე ყოველთვიურად 100 ლარი.
5.2.5 დაკრძალვის ხარჯი - 8.0 ათ.ლარი
(პროგრამული კოდი 060205)
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია:
ომის მონაწილეთა დაკრძალვისათვის ფინანსური დახმარება.
5.2.6 დიდ სამამულო ომის ვეტერანთა ფინანსური დახმარება 9 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით - 5.0 ათ.ლარი (პროგრამული კოდი 060206)
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია:
დიდი სამამულო ომის ვეტერანთა ფინანსური დახმარება 9 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით, თანხის ოდენობა 100 ლარი.
განისაზღვროს სამჯტრედიის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, თანდართული რედაქციით:
|