შეზღუდულად ბრუნვადი მასალების ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის სამართლებრივი რეგულირების საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის შექმნის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №131 |
|
2013 წლის 28 მაისი ქ. თბილისი |
ალვერდ ჩანქსელიანი - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახურის უფროსი, კომისიის თავმჯდომარე;
ჯემალ კოლაშვილი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამოქალაქო უსაფრთხოების სამმართველოს უფროსი;
ვასილ ბახტურიძე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე;
მარინა ღვინეფაძე - საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის ‑ სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვისა და აგროქიმიური საშუალებების სამმართველოს უფროსი;
ლალი დავითაია - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ ‑ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ნარკოტიკების ლეგალური ბრუნვის სამმართველოს უფროსი;
მარინა ლაცაბიძე - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის სპეციალისტი;
გიორგი კობეშავიძე - სსიპ ‑ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
ელიზბარ დარჩიაშვილი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ‑ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს საკვალიფიკაციო ცენტრის უფროსი.
|
1. შეზღუდულად ბრუნვადი მასალების ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის სამართლებრივი რეგულირების საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისია (შემდგომში - კომისია) იქმნება შეზღუდულად ბრუნვადი მასალების ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის რეგულირების საკითხებთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების განსაზღვრულ დროში შემუშავების მიზნით.
2. კომისია თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით.
კომისიის ძირითადი ამოცანებია:
ა) შეზღუდულად ბრუნვადი მასალების ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის საკითხების მოწესრიგების მიზნით სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება;
ბ) შეზღუდულად ბრუნვადი მასალების ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის საკითხების მოწესრიგების მიზნით სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავების მიზნით სამუშაო ჯგუფების და მათი სამუშაო განრიგისა და შესრულების ვადების განსაზღვრა;
გ) საჭიროების შემთხვევაში წინადადებათა მომზადება კანონმდებლობის დადგენილი წესით, გადასინჯვის მიზნით.
კომისია უფლებამოსილია:
ა) შეზღუდულად ბრუნვადი მასალების ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის რეგულირების სამართლებრივი საკითხების შემუშავების პროცესში შესაბამისი უწყებებიდან მოითხოვოს ყველა საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტაცია;
ბ) კომისიის საქმიანობის მიზნებიდან გამომდინარე, საკითხის სრულყოფილად შესწავლისა და გამოკვლევის მიზნით მოაწყოს სამუშაო შეხვედრები შესაბამის დაინტერესებულ პირებთან და უწყებებთან;
გ) შესწავლილი საკითხებისა და ანალიზის საფუძველზე, შეიმუშაოს დასკვნები, წინადადებები, რეკომენდაციები და წარადგინოს განსახილველად საქართველოს შესაბამის უწყებებში;
დ) საჭიროების შემთხვევაში სათათბირო ხმის უფლებით სხდომაზე მოიწვიოს სამინისტროების, უწყებების და ორგანიზაციების დაინტერესებული და პასუხისმგებელი პირები, აგრეთვე დამოუკიდებელი ექსპერტები და სხვა პირები.
კომისიის თავმჯდომარე:
ა) ხელმძღვანელობს კომისიის საქმიანობას;
ბ) იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომებს.
1. კომისიის სხდომა იმართება პერიოდულად, კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით ან ერთ-ერთი წევრის მოთხოვნის საფუძველზე.
2. კომისიის სხდომას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში, მისი დავალების შესაბამისად - კომისიის ერთ-ერთი წევრი.
3. სხდომა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.
4. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა უბრალო უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
კომისიის დებულებაში ცვლილებებისა და/ან დამატებების შეტანა ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.