,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის დაფუძნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2005 წლის 5 ივლისის N62 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№7
სარეგისტრაციო კოდი
040030000.32.057.016124
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/06/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №7

2013 წლის 29 მაისი

ქ. ბათუმი

 

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის დაფუძნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2005 წლის 5 ივლისის №62 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,პროფესიული თეატრების შესახებ’’ საქართველოს კანონის, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლისა და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად:

1. ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის დაფუძნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2005 წლის 5 ივლისის №62 დადგენილებაში (გაზეთი ,,აჭარა“, №130 (22.392), 13.06.05., გვ.5-6) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
ა) დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის დაფუძნების შესახებ“;

ბ) დადგენილების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის სახელმწიფო კონტროლი ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონისა და დებულების შესაბამისად განახორციელოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ.“;

გ) დადგენილების მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

,,31. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ (გ.თავამაიშვილი) უზრუნველყოს:

ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის დებულების დამტკიცება;

ბ) ,,პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.“;

დ) დადგენილების მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ  (დ. ბალაძე) უზრუნველყოს ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2013 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრისათვის (კოდი - 106491) გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის დაფინანსება.“.
3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეარჩილ ხაბაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის დაფუძნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2005 წლის 5 ივლისის N62 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
დიახ, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება „,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის დაფუძნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2005 წლის 5 ივლისის N62 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 29.05.2013.
როდის იქნა მიღებული „,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის დაფუძნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2005 წლის 5 ივლისის N62 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
„,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის დაფუძნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2005 წლის 5 ივლისის N62 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 29.05.2013. მიმღები ორგანო — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №7. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.32.057.016124.
სად არის „,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის დაფუძნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2005 წლის 5 ივლისის N62 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.05.2013 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება „,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის დაფუძნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2005 წლის 5 ივლისის N62 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, №7, 29.05.2013, სარეგისტრაციო კოდი 040030000.32.057.016124 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.05.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1933290/