„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1-1/152
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.024.016279
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 17/06/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/152

2013 წლის 13 ივნისი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის № 1-1/585 ბრძანებით დამტკიცებულ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულებაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-4 მუხლის მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
3. მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მეზღვაურთა დეპარტამენტი პასუხისმგებელია მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების ერთიანი სისტემის შექმნაზე.“.

4. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) უფლებამოსილების ფარგლებში ხელს უწყობს საქართველოში რეგისტრირებულ მცურავ ობიექტთან დაკავშირებული საზღვაო ინციდენტების გამოკვლევას;

დ) მონაწილეობს საზღვაო უსაფრთხოებასა და უშიშროებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების შემუშავებაში;“.

5. მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) საქართველოს საზღვაო ნავსადგურებში ნაოსნობის უსაფრთხოების სფეროში შესაბამისი ნორმატიული აქტების შესრულებაზე კონტროლი;“.

6. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 11. ადმინისტრაციული დეპარტამენტი

1. ადმინისტრაციულ დეპარტამენტში შედის: ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამმართველო, ფინანსებისა და შესყიდვების სამმართველო, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო.

2. ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამმართველო პასუხისმგებელია:

ა) საკადრო საკითხებზე, კერძოდ:

ა.ა) ახორციელებს სააგენტოს სისტემაში ადამიანური რესურსების მართვას, მონიტორინგს და ანალიზს;

ა.ბ) ამზადებს სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვის სფეროში სააგენტოს დირექტორის ბრძანებებს;

ა.გ) ახორციელებს სააგენტოს თანამშრომელთა პირადი საქმეების შედგენას;

ა.დ) ახორციელებს სააგენტოს მოსამსახურეთა პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და პროფესიული განვითარების, მათი საატესტაციო გამოცდების მომზადება-ჩატარების ორგანიზებას;

ა.ე) შეიმუშავებს შრომის შინაგანაწესს, სამუშაოთა აღწერილობას და აკონტროლებს მის შესრულებას;

ბ) საქმისწარმოების ორგანიზებაზე, კერძოდ:

ბ.ა) საქმისწარმოების ერთიანი წესების შესაბამისად, ორგანიზებას უწევს დოკუმენტბრუნვას სააგენტოში;

ბ.ბ) უზრუნველყოფს შესაბამისი სამართლებრივი აქტებისა და საკონტროლო დავალებების  შესრულების შემოწმებასა და კონტროლს;

ბ.გ) ახორციელებს საქმისწარმოების დასრულებული დოკუმენტაციის აღრიცხვას, დამუშავებას და არქივისათვის გადაცემას (არქივირებას);

ბ.დ) უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციის გაცემას კანონმდებლობის შესაბამისად;

ბ.ე) უზრუნველყოფს სხვადასხვა დაწესებულებასა და ორგანიზაციაში სააგენტოს დოკუმენტების გაგზავნას და მათ უსაფრთხოებას;

ბ.ვ) ახორციელებს სააგენტოს შექმნამდე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის მიერ გაცემული და მის კომპეტენციას განკუთვნილი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების, სხვა დოკუმენტების ასლების დამოწმებას და გაცემას;

ბ.ზ) ქმნის სააგენტოს უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებულ მონაცემთა კომპიუტერულ საინფორმაციო ბაზას.

3. ფინანსებისა და შესყიდვების სამმართველო:

ა) ახორციელებს სააგენტოს ფუნქციონირების მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას;

ბ) ორგანიზებას უწევს სახელმწიფო შესყიდვებს;

გ) უზრუნველყოფს ფულადი სახსრების რაციონალურ ხარჯვას;

დ) შეიმუშავებს სახელმწიფო შესყიდვების წლიურ გეგმას და განსაზღვრავს ცალკეული შესასყიდი ობიექტის წლიური ღირებულებიდან გამომდინარე შესყიდვის წესს;

ე) ამზადებს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე ხელშეკრულებებს;

ვ) ორგანიზებას უწევს ტენდერის გამოცხადებას, ამზადებს სატენდერო დოკუმენტაციას, უზრუნველყოფს მომწოდებელთან ხელშეკრულებების დადებას და აკონტროლებს დადებული ხელშეკრულების შესრულებას;

ზ) ახორციელებს სააგენტოს სისტემაში საფინანსო-ეკონომიკურ და ბუღალტრულ აღრიცხვას;

თ) ახორციელებს საფინანსო და საბუღალტრო საქმიანობის ანალიზს, კრებითი ბალანსების, ანგარიშების მომზადებას;

ი) შეიმუშავებს სააგენტოს ბიუჯეტსა და ხარჯთა ნუსხის პროექტებს;

კ) ადგენს საფინანსო და სტატისტიკურ ანგარიშებს და წარადგენს მათ სამინისტროში და ხაზინაში;

ლ) პასუხისმგებელია ამ მუხლით განსაზღვრულ ფუნქციებთან დაკავშირებით სამინისტროსთან და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან ურთიერთობაზე;

მ) ახორციელებს სხვა უფლება-მოვალეობებს ამ დებულებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

4. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო:

ა) უზრუნველყოფს სააგენტოს ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების დაცვას;

ბ) ახორციელებს მომარაგების ორგანიზებას;

გ) წარმართავს სამეურნეო საქმიანობას;

დ) წარმართავს სასაწყობო მეურნეობას;

ე) ორგანიზებას უწევს სააგენტოს ძირითადი საშუალებების, ფულადი სახსრებისა და საფინანსო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციას;

ვ) უზრუნველყოფს სააგენტოს კომპიუტერული ქსელისა და ტექნიკის შეუფერხებელ მუშაობას.

5. ადმინისტრაციული დეპარტამენტი ახორციელებს სხვა უფლება-მოვალეობებს ამ დებულებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“.

7. მე-13 მუხლი ამოღებულ იქნეს.
8. 131 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 131. ანალიტიკური სამსახური

ანალიტიკური სამსახურის ფუნქციებია:

ა) სააგენტოს სტატისტიკური და ანალიტიკური საქმიანობის განხორციელება;

ბ) სხვადასხვა დეპარტამენტებიდან  მიღებული მონაცემების ანალიზის შედეგად სააგენტოს საქმიანობის შესწავლა, შესაბამისი დასკვნების მომზადება და წინადადებების შემუშავება სააგენტოს საქმიანობის ცალკეულ მიმართულებათა ოპტიმიზაციის მიზნით და სააგენტოს დირექტორისთვის ანგარიშის წარდგენა;

გ) ინოვაციური პროექტების ინიციირება და მათი შედეგების ანალიზი;

დ) სააგენტოს მოქმედების სფეროში მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი განვითარების გეგმის შემუშავება და მათი განხორციელების ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა;

ე) საზღვაო დარგში საუკეთესო პრაქტიკის შესახებ ინფორმაციის მოძიება, ანალიზი და არსებული სიტუაციის გათვალისწინებით რეკომენდაციების შემუშავება საზღვაო დარგის განვითარების ხელშეწყობის მიზნით; 

ვ) ამ დებულებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სხვა უფლება-მოვალეობების შესრულება.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2013 წლის 5 ივნისიდან.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიდიმიტრი ქუმსიშვილი