განჩინება შპს „ATG“ გაკოტრებულად გამოცხადების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/2409-13
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/06/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/2409-13

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების შესახებ

2013 წლი ს 5 ივნისი

ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ბესიკ სისვაძე

განმცხადებელი: შპს „ATG” (ს/კ 400019877)

წარმომადგენელი: თეიმურაზ მდივანი

მოთხოვნა: გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს ”ATG”-ის გაკოტრებულად გამოცხადების საკითხი და

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2013 წლის 26 თებერვალს განცხადებით მიმართა შპს „ATG” -ის წარმომადგენელმა თეიმურაზ მდივანმა და მოითხოვა შპს „ATG”-ს მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.

განმცხადებელი განმარტავს, რომ საწარმოს დავალიანება კრედიტორთა წინაშე 2013 წლის 22 თებერვლის მდგომარეობით შეადგენდა 30 845.56 (ოცდაათი ათას რვაას ორმოცდახუთი მთელი, ორმოცდათექვსმეტი მეასედი) ლარს. მძიმე ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, კომპანიამ ვერ შეძლო დავალიანების დროული დაფარვა. ერთ-ერთი კრედიტორის, კერძოდ, სსიპ, შემოსავლების სამსახურის მოთხოვნის საფუძველზე საწარმოს ანგარიშებს დაედო ინკასო. განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება ის გარემოება, რომ შპს ”ATG” არის უქონელი, რაც გამორიცხავდა მის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების პროცესში არათუ ასეთი წარმოების მიზნის მიღწევას, არამედ საპროცესო ხარჯების ანაზღაურების შესაძლებლობას. ამ გარემოებებზე მითითებით, შპს ”ATG”-ი ს განცხადებას, გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შესახებ, უარი ეთქვა წარმოებაში მიღებაზე. ამავე განჩინებით შპს ”ATG”-ს კრედიტორებს განემარტათ, რომ თუ განჩინების საჯაროდ გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორთაგან რომელიმე არ შეიტანდა სასამართლოში განცხადებას მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების თაობაზე, მაშინ შპს „ATG” გამოცხადდებოდა გაკოტრებულად, რაც, თავის მხრივ გამოიწვევდა სამეწარმეო რეესტრში მოვალის რეგისტრაციის გაუქმებას.

2013 წლის 18 მარტის განჩინება შპს „ATG”-ი ს მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის თაობაზე საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა 2013 წლის 04 აპრილს. აღნიშნული განჩინება ასევე ჩა ჰ ბარდა მოვალის მიერ მითითებულ კრედიტორს, კერძოდ, „BV FLIR commercial systems”-ს, 2013 წლის 24 აპრილს. კრედიტორებს დღემდე სასამართლოსათვის არ მოუმართავთ.

სასამართლო საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესწავლისა და სათანადო სამართლებრივ საფუძველთა ანალიზის საფუძველზე მივიდა დასკვნამდე, რომ შპს „ATG” უნდა გამოცხადდეს გაკოტრებულად. კერძოდ:

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ხსენებული განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ განჩინებაში სასამართლო უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორები იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანენ სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას. ი მა ვე კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სასამართლო მოვალის კრედიტორის ინფორმირებისათვის ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული განჩინების გამოტანიდან არა უგვიანეს მე-3 დღისა „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” აქვეყნებს განჩინებას, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ მოვალის კრედიტორს შეუძლია მიმართოს სასამართლოს იმავე მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის დანაწესის თანახმად კი, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორი ამავე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

განსახილველი წარმოების ფარგლებში გამოვლენილი ფაქტობრივი გარემოებები და კრედიტორთა უმოქმედობა ქმნის იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომელთა არსებობა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის დანაწესის შესაბამისად განაპირობებს შპს ”ATG”-ს გაკოტრებულად გამოცხადებას, რაც, თავის მხრივ მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების” შესახებ საქართველოს კანონის მე-7, მე-8, მე-20 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ATG” (ს/კ400019877) გამოცხადდეს გაკოტრებულად, შესაბამისად, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში გაუქმდეს შპს „ATG”-ს რეგისტრაცია.

2. განჩინება შპს „ATG”-ს ხარჯით გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე.

3. ამ განჩინების გამოტანის თაობაზე ეცნობოთ მოვალის მიერ მითითებულ კრედიტორებს.

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (მის.: თბილისი, დავით აღმაშენებელის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, № 6) კერძო საჩივრის შეტანის გზით განჩინების ასლის მოვალისა და კრედიტორისათვის გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში. სასამართლოსათვის უცნობ კრედიტორთა მხრიდან განჩინების გასაჩივრების ვადა შეადგენს განჩინების საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღეს.

 

   მოსამართლე                                       ბესიკ სისვაძე