კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/8768-11
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/06/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე № 2/8768-11 

განჩინება

საქართველოს სახელით

კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ

2013 წლი18 ივნისი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი

 

განმცხადებელი  – კრედიტორი სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა’

წარმომადგენელი – ირაკლი ნაცვლიშვილი

მოთხოვნა –  კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევა

   

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა კრედიტორ სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის’’ წარმომადგენლის ირაკლი ნაცვლიშვილის განცხადება კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ და

გამოარკვია:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია გაკოტრების საქმე სს ,,კახეთის ენერგოდისტრიბუციის’’ მიმართ. გაკოტრების მმართველად დანიშნულია აღსრულების ეროვნული ბიურო.

2013 წლის 18 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა კრედიტორ სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის’’ წარმომადგენელმა ირაკლი ნაცვლიშვილმა, რომელმაც მოითხოვა კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევა შემდეგი დღის წესრიგით: სს ,,კახეთის ენერგოდისტრიბუციის’’ მიმართ სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის’’ კრედიტორული მოთხოვნის, 2013 წლის 1 ივნისის მდგომარეობით - 86 667,77 ლარის მეორე რიგის კრედიტორულ მოთხოვნად აღიარება და მისი სს ,,კახეთის ენერგოდისტრიბუციის’’ კრედიტორთა მოთხოვნების რეესტრში მეორე რიგის მოთხოვნად ასახვა.

სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, მიაჩნია, რომ განმცხადებლის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის უფლება აქვთ მეურვეს, კრედიტორს (კრედიტორებს), რომელიც ფლობს კრედიტორთა ხმების საერთო რაოდენობის სულ მცირე 10%-ს, მოვალეს. რიგგარეშე კრება უნდა გაიმართოს სასამართლოში მოთხოვნის წარდგენიდან მე-5 დღეს.

  

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27 -ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით,

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. კრედიტორთა რიგგარეშე კრება მოწვეულ იქნეს 2013 წლის 22 ივნისს 16:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე, ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) სხდომის დარბაზი №29, შემდეგი დღის წესრიგით: ,,სს ,,კახეთის ენერგოდისტრიბუციის’’ მიმართ სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის’’ კრედიტორული მოთხოვნის, 2013 წლის 1 ივნისის მდგომარეობით – 86 667,77 ლარის მეორე რიგის კრედიტორულ მოთხოვნად აღიარება და მისი სს ,,კახეთის ენერგოდისტრიბუციის’’ კრედიტორთა მოთხოვნების რეესტრში მეორე რიგის მოთხოვნად ასახვა.

2. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში “ და სასამართლოს ვებგვერდზე www.tcc.gov.ge.

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაში კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

 

მოსამართლე                    თამარ ჭუნიაშვილი