„საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ 1994 წლის 3 თებერვლის შეთანხმების თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმიდან ამოღებათა შესახებ 1994 წლის 11 მაისს ხელმოწერილ ოქმში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ ოქმი

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№55-109
სარეგისტრაციო კოდი
480610000.03.030.016204
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/08/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 
 
 

 

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ 1994 წლის 3 თებერვლის შეთანხმების თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმიდან ამოღებათა შესახებ 1994 წლის 11 მაისს ხელმოწერილ ოქმში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
 

საქართველოს მთავრობა და რუსეთის ფედერაციის მთავრობა, შემდგომში მხარეებად წოდებულნი,

ითვალისწინებენ, რა საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ 1994 წლის 3 თებერვლის შეთანხმებისა (შემდგომში შეთანხმებად წოდებული) და ამ შეთანხმების 1994 წლის 11 მაისის ოქმის (შემდგომში ოქმად წოდებული), ხელმოწერის შესახებ ეროვნულ ეკონომიკაში, აგრეთვე საგარეო ეკონომიკური საქმიანობის სატარიფო და არასატარიფო რეგულირების სფეროში მხარეთა კანონმდებლობაში მომხდარ ცვლილებებს,

ხელმძღვანელობენ, რა თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის შესახებ 1994 წლის 15 აპრილის შეთანხმებისა და 1999 წლის 2 აპრილს ხელმოწერილი „1994 წლის 15 აპრილის თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის შეთანხმებაში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ“ ოქმის დებულებით:

შეთანხმდნენ შემდეგზე:


 

მუხლი 1

შეთანხმების ოქმში შეტანილი იქნეს ცვლილებები:

 

მუხლი პირველი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ 1994 წლის 3 თებერვლის შეთანხმების (შემდგომში - შეთანხმება) 1-ელი მუხლით გათვალისწინებული ამოღებები თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმიდან, რომელთა მიმართაც არ მოქმედებს სატარიფო და არასატარიფო რეგულირების ზომების გამოყენებისაგან გათავისუფლება, ვრცელდება:

რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში ექსპორტირებულ იმ საქონელზე, რომელზეც ვრცელდება საექსპორტო ტარიფების ლიცენზირების და საქონლის ექსპორტის (სამუშაოების, მომსახურების) კვოტირების შესახებ რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობა საქონლის საბაჟო გაფორმების მომენტისათვის;

საქართველოდან რუსეთის ფედერაციაში ექსპორტირებულ იმ საქონელზე, რომელზეც ვრცელდება საექსპორტო ტარიფების, ლიცენზირების და საქონლის ექსპორტის (სამუშაოების, მომსახურების) კვოტირების შესახებ საქართველოს კანონმდებლობა საქონლის განბაჟების მომენტისათვის.

შეთანხმების 1-ელი მუხლით გათვალისწინებული თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმიდან ამომღები, რომელთა მიმართ არ მოქმედებს არასატარიფო რეგულირების ზომების გამოყენებისაგან გათავისუფლება, ვრცელდება ამ ოქმის N1 დანართში მითითებულ სატარიფო ამოღებას დაქვემდებარებულ საქონელზე, რომელიც შედის საქართველოდან რუსეთის ფედერაციის საბაჟო ტერიტორიაზე და ამ ოქმის N2 დანართში მითითებულ სატარიფო ამოღებას დაქვემდებარებულ საქონელზე, რომელიც შედის რუსეთის ფედერაციიდან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე:

შეთანხმების 1-ელი მუხლით გათვალისწინებული თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმიდან ამომღები, რომელთა მიმართ არ მოქმედებს არასატარიფო რეგულირების ზომების გამოყენებისაგან გათავისუფლება, ვრცელდება იმ საქონელზე, რომელიც ხვდება მხარეთა სახელმწიფოების ლიცენზირებისა და საქონლის (სამუშაოების, მომსახურების) იმპორტის ქვოტირების კანონმდებლობის ქვეშ საქონლის საბაჟო გაფორმების მომენტისათვის;

მხარეები დაუყოვნებლივ აცნობენ ერთმანეთს ზემოაღნიშნულ საკითხებზე ყველა სახის შიდა საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ.

მხარეები ატყობინებენ ერთმანეთს თავისუფალი სავაჭრო რეჟიმიდან იმ საქონლის ამოღებათა შემოღების შესახებ, რომელიც მითითებულია ამ ოქმის N1 და N2 დანართებში, არაუგვიანეს 2 თვისა მათ შემოღებამდე.

მე-2 მუხლში სიტყვები „ექსპორტის; საექსპორტო“ შეიცვალოს სიტყვებით „ექსპორტის და/ან იმპორტის, საექსპორტო და/ან საიმპორტო“;

 

ამოღებული იქნეს მე-6 მუხლი.

 

მუხლი 2

 

ეს ოქმი ძალაში შედის მისი მხარეთა მიერ ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების თარიღიდან და წარმოადგენს 1994 წლის 3 თებერვლის საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს.

 

შესრულებულია ქ. მოსკოვში 2001 წლის 10 ივლისს ორ პირად, თითოეული ქართულ და რუსულ ენაზე. ამასთან ორივე ტექსტს თანაბარი ძალა აქვს.

 

საქართველოს

მთავრობის სახელით

(ხელმოწერილია)

რუსეთის ფედერაციის მთავრობის სახელით

(ხელმოწერილია)

 

                                                                                                  

დანართი N1

 

თავისუფალი ვაჭრობის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და უსეთის ფედერაციის მთავრობას შორის 1994 წლის 3 თებერვლის შეთანხმების 1994 წლის 11 მაისს ხელმოწერილ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმიდან ამოღებათა ოქმში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

„10“ ივლისი 2001 წელი

ჩამონათვალი

 

საქონლისა, რომელიც შედის საქართველოდან რუსეთის ფედერაციის საბაჟო ტერიტორიაზე და ექვემდებარება საქონლის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმიდან სატარიფო ამოღებას, რომელთა ფორმირება გათვალისწინებულია საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ 1994 წლის 3 თებერვლის შეთანხმების I მუხლით

კოდი სნ სეს დსთ

საქონლის დასახელება

1701 99 100

 

შაქარი  თეთრი

 

2207

 

არადენატურირებული ეთილის სპირტი, არანაკლებ 80% სპირტის კონცენტრაციით; ეთილის სპირტი და ნებისმიერი კონცენტრაციის დენატურირებული სხვა სპირტი

 

220890910

220890990

 

არადენატურირებული ეთილის სპირტი, 80%-ზე ნაკლები სპირტის კონცენტრაციით; ჭურჭლის მოცულობით: 2ლ. და ნაკლები; 2ლ-ზე მეტი

 

2402

სიგარები, ბოლოებმოჭრილი სიგარები, სიგარილები (წვრილი სიგარები) და თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან დამზადებული სიგარეტები

 

 

 

დანართი N2

 

თავისუფალი ვაჭრობის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და უსეთის ფედერაციის მთავრობას შორის 1994 წლის 3 თებერვალის შეთანხმების 1994 წლის 11 მაისს ხელმოწერილ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმიდან ამოღებათა ოქმში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

„10“ ივლისი 2001 წელი

 

ჩამონათვალი

 

საქონლისა, რომელიც შედის რუსეთის ფედერაციიდან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე და ექვემდებარება საქონლის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმიდან სატარიფო ამოღებას, რომელთა ფორმირება გათვალისწინებულია საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ 1994 წლის 3 თებერვლის შეთანხმების I მუხლით

კოდი სნს სეს დსთ

საქონლის დასახელება

220300

 

ლუდი ალაოსი

 

2207

 

არადენატურირებული ეთილის სპირტი, არანაკლებ 80% სპირტის კონცენტრაციით; ეთილის სპირტი და ნებისმიერი კონცენტრაციის დენატურირებული სხვა სპირტი

220890910

220890990

 

არადენატურირებული ეთილის სპირტი, 80%-ზე ნაკლები სპირტის კონცენტრაციით; ჭურჭლის მოცულობით; 2ლ. და ნაკლები; 2ლ.-ზე მეტი

2402

სიგარები, ბოლომოჭრილი სიგარები, სიგარელები (წვრილი სიგარები) და თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან დამზადებული სიგარეტები