1. უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოა წარმომადგენლობითი საბჭო, რომელიც აირჩევა უნივერსიტეტის ფაკულტეტებიდან წარმომადგენლობის საფუძველზე სტუდენტებისა და აკადემიურ პერსონალის მიერ ცალ-ცალკე, ფაკულტეტებზე მათი რაოდენობის პროპორციულად.
2.უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოში სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებს ჰყავთ ორ-ორი წარმომადგენელი მეცნიერ-თანამშრომელთა შემადგენლობიდან, რომელსაც ირჩევს ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო.
3. წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევა ხდება ექვსი წლის ვადით, საყოველთაო, პირდაპირი, თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით.
4. წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება აკადემიური საბჭოს შემადგენლობის არანაკლებ ორმაგი ოდენობით. სტუდენტები შეადგენენ წარმომადგენლობითი საბჭოს სრული შემადგენლობის ერთ მესამედს. ასისტენტ - პროფესორი, რომელიც არის დოქტორანტი, არჩევნებში მონაწილეობს როგორც სტუდენტი. სტუდენტთა რაოდენობის დასადგენად დამრგვალება ხორციელდება სტუდენტთა სასარგებლოდ.
5. წარმომადგენლობით საბჭოში სტუდენტებს ირჩევს ფაკულტეტის სტუდენტების ამომრჩეველთა სიებში რეგისტრირებული ფაკულტეტის ყველა სტუდენტი, მათ შორის დოქტორანტი. აკადემიური პერსონალის წარმომადგენლებს ირჩევს ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის ამომრჩეველთა სიებში რეგისტრირებული ფაკულტეტის ყველა პროფესორი, გარდა ასისტენტ-პროფესორისა, რომელიც არის დოქტორანტი.
6. წარმომადგენლობით საბჭოში შედის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წარმომადგენელი.
7. პროფესორისა და სტუდენტისთვის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრის სტატუსის შეწყვეტის საფუძველია ამ უნივერსიტეტთან მისი შესაბამისი აკადემიური ან/და შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა.
8. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრის სტატუსის ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებისას გამოიყენება აკადემიური საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისათვის განსაზღვრული საფუძვლები.
9. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილების დარჩენილი ვადით მისი წევრი ხდება კანდიდატი, რომელმაც შესაბამის არჩევნებში უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის შემდეგ ხმების უმეტესი რაოდენობა მოაგროვა. ასეთის არარსებობის შემთხვევაში არჩევნები ტარდება შესაბამისი წარმომადგენლის ასარჩევად იმავე ვადით.
10. წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობაში არ შეიძლება არჩეულ იყვნენ ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის წარმომადგენლები, აგრეთვე აკადემიური საბჭოს წევრებ