1. რექტორი არის უნივერსიტეტის ხელმძღვანელი, უმაღლესი აკადემიური თანამდებობის პირი, აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე და წარმოადგენს უნივერსიტეტს ქვეყნის შიგნითა და გარეთ აკადემიურსა და სამეცნიერო სფეროებში, რისთვისაც უფლებამოსილია, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახელით დადოს გარიგებები და შეთანხმებები. გარიგებებს და შეთანხმებებს, რომლებიც დაკავშირებულია ფინანსურ და ეკონომიკურ საკითხებთან, რექტორთან ერთად ხელს აწერს აგრეთვე ადმინისტრაციის ხელმძღანელი.
2. რექტორს ირჩევს აკადემიური საბჭო ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ექვსი წლის ვადით.
3. რექტორის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ უფლებამოსილების სრული ვადით.
4. რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების შესახებ განცხადებას აკადემიური საბჭო აქვეყნებს კანდიდატების რეგისტრაციის დაწყებამდე არანაკლებ 1 თვით ადრე, საქართველოს კანონმდებლობითა და წესდებით დადგენილი წესით, გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით.
5. რექტორის არჩევნებამდე კანდიდატურის შერჩევისას აკადემიური საბჭო აფასებს თითოეული კანდიდატის მიერ წარმოდგენილ სამოქმედო გეგმას.
6. კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების მოწესრიგების მიზნით, რექტორი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.
7. კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, ამ წესდებით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად რექტორი უფლებამოსილია უნივერსიტეტის სახელით:
ა) დადოს გარიგებები, ხელშეკრულებები და შეთანხმებები;
ბ) ამ წესდებით დადგენილი წესით, სამსახურში მიიღოს და სამსახურიდან გაათავისუფლოს უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი;
გ) სამსახურში მიიღოს და გაათავისუფლოს ადმინისტრაციული, დამხმარე და ხელშეკრულების საფუძველზე მოწვეული პერსონალი, სტრუქტურული ერთეულების (კლინიკა, ცენტრი, ინსტიტუტი) ხელმძღვანელები, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით;
დ) მოიწვიოს და უხელმძღვანელოს აკადემიურ საბჭოს;
ე) ისარგებლოს აკადემიური საბჭოს წევრისათვის დადგენილი უფლებამოსილებით;
ვ) განახორციელოს აკადემიური და შემოქმედებითი საქმიანობა;
ზ) განახორციელოს ამ წესდებითა და კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.
8. რექტორი უფლებამოსილია, მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების გადასაწყვეტად სათათბირო ორგანოს სახით შექმნას საკონსულტაციო საბჭოები და კომისიები, რომელთა საქმიანობა რეგულირდება რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
9. რექტორს ჰყავს მოადგილეები (მათ შორის, ერთი ვიცე-რექტორი), რომელთა რაოდენობა განისაზღვრება უნივერსიტეტის საშტატო განრიგით და მათი უფლებამოსილება რეგულირდება რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
10 . რექტორის უფლებამოსილება ვადამდე შეიძლება შეწყდეს ამ წესდების მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის ,,ბ“, ,,გ“, ,,დ“, ,,ე“ ქვეპუნქტებითა და მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისა