1. უნივერსიტეტის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოა აკადემიური საბჭო, რომლის წევრებიც აირჩევიან ფაკულტეტების აკადემიური პერსონალის ყველა წევრისა და ფაკულტეტის საბჭოს წევრ სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლების მიერ უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესით პირდაპირი, თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით.

2. აკადემიური საბჭო აირჩევა ექვსი წლის ვადით.

3.უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოში თითოეულ ფაკულტეტს ჰყავს სამი წარმომადგენელი, სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტებს – თითო წარმომადგენელი, რომელიც უნდა იყოს მთავარი ან უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი და მას ირჩევს  ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო.

4. აკადემიური საბჭოს წევრად აირჩევა სრული პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი. აკადემიური საბჭოს წევრად პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.

5. აკადემიური საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია:

ა) უნივერსიტეტთან მისი შესაბამისი შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა;

ბ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება;

გ) კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი;

დ) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური ან ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავება;

ე) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა.

6. აკადემიური საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში აკადემიური საბჭოს წევრის არჩევა ხდება უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის დარჩენილი ვადით.

7. აკადემიური საბჭოს შემადგენლობის ერთი მესამედი განახლდება ძირითადი საგანმანათლებლო საფეხურის დადგენილი ხანგრძლივობის ნახევრის გასვლის შემდეგ. აკადემიური საბჭოს წევრთა ერთი მესამედის ვინაობა, რომლებმაც იმ ფაკულტეტების მიერ ჩატარებულ არჩევნებში, რომელთა წარმომადგენლებიც არიან, მიიღეს ხმების ნაკლები რაოდენობა, გამოცხადდება აკადემიური საბჭოს უფლებამოსილების ცნობისთანავე და მათი როტაცია განხორციელდება არჩევიდან ამ პუნქტით დადგენილი ვადის გასვლის შემდე