1.უნივერსიტეტი შედგება ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულებისაგან – ფაკულტეტების, სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტების, ბიბლიოთეკის, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულებისაგან და დამხმარე სტრუქტურული ერთეულებისაგან: რექტორის აპარატის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის აპარატის, კანცელარიის, მართვის ორგანოების სამდივნოებისა და ამ წესდებით განსაზღვრული სხვა დამხმარე სტრუქტურული ერთეულებისაგან.
2. უნივერსიტეტში საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას უზრუნველყოფენ ფაკულტეტებზე არსებული სასწავლო დეპარტამენტები, მიმართულებები, სასწავლო ცენტრები