შპს „ფოთი ტერმინალ ჰოლდინგი“-ს დირექტორის ბრძანება

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/09/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

შპს „ფოთი ტერმინალ ჰოლდინგის” (ს/ნ 415084189) დირექტორის

ბრძანება

NFPA-30-ის საწარმოს შიდა სტანდარტად დამტკიცების შესახებ

 

 ვინაიდან:

1)  საქართველოს პარლამენტის 2000 წლის 20 აპრილის №265-IIს დადგენილებით საქართველო შეუერთდა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის შეთანხმებას ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების შესახებ;

2) აღნიშნული შეთანხმების 2.7 მუხლის თანახმად, საქართველომ აიღო ვალდებულება პოზიტიურად განიხილოს სხვა წევრი ქვეყნების ტექნიკური რეგლამენტები როგორც ეკვივალენტური;

3)  „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის ” 103-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს მთავრობამ 2013 წლის 07 მარტს №50-ე დადგენილებით დაამტკიცა იმ ქვეყნების ნუსხა, რომელთა ტექნიკური რეგლამენტები საქართველოში სამოქმედოდ არის დაშვებული;

4)  აღნიშნულ ქვეყანათა ნუსხაში სიითი ნომრით №4 და კოდით 840 მითითებულია ამერიკის შეერთებული შტატები;

5)   ამერიკის შეერთებული შტატების ტექნიკურ რეგლამენტს წარმოადგენს NFPA-30, რაც დასტურდება NFPA-დან, აშშ-ის სტანდარტების ეროვნული ინსტიტუტიდან (AN SI) და აშშ-ის შტატ ტეხასის ადმინისტრაციიდან მიღებული შეტყობინებებით, რაც დასტურდება ლ. სამხარაულის სახ. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2013 წლის 31 ივლისის №003327113 და 2013 წლის 04 ივლისის 002838113 ექსპერტის დასკვნებით;

6)   NFPA-30 წარმოადგენს აშშ-ის შტატ ტეხასის ადმინისტრაციული კოდექსის შემადგენელ ნაწილს .

 ვბრძანებ:

1)   NFPA-30 დამტკიცდეს შპს „ფოთი ტერმინალ ჰოლდინგის“ (ს/ნ 415084189) საწარმოს შიდა სტანდარტად.

2)   წინამდებარე ბრძანება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.

 

დირექტორი                                               აგამალი გურბანოვი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „შპს „ფოთი ტერმინალ ჰოლდინგი“-ს დირექტორის ბრძანება“?
დიახ, განცხადება „შპს „ფოთი ტერმინალ ჰოლდინგი“-ს დირექტორის ბრძანება“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 15.08.2013.
როდის იქნა მიღებული „შპს „ფოთი ტერმინალ ჰოლდინგი“-ს დირექტორის ბრძანება“?
„შპს „ფოთი ტერმინალ ჰოლდინგი“-ს დირექტორის ბრძანება“ მიღებულია 15.08.2013. მიმღები ორგანო — შპს „ფოთი ტერმინალ ჰოლდინგი“. დოკუმენტის ნომერი — №0.
სად არის „შპს „ფოთი ტერმინალ ჰოლდინგი“-ს დირექტორის ბრძანება“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.08.2013 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

განცხადება „შპს „ფოთი ტერმინალ ჰოლდინგი“-ს დირექტორის ბრძანება“, №0, 15.08.2013 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.08.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2012351/