1. უნივერსიტეტის სტრუქტურა შედგება ძირითადი საგანმანათლებლო (ფაკულტეტი, სკოლა) (შემდგომში ფაკულტეტი), დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი (ინსტიტუტი, ცენტრი, და სხვ.) ერთეულების, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის (ბიბლიოთეკების) და დამხმარე სტრუქტურული ერთეულებისაგან: რექტორის აპარატის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის აპარატის, კანცელარიის, აკადემიური საბჭოს სამდივნოსა და წარმომადგენლობითი საბჭოს სამდივნოსაგან და სხვა სტრუქტურული ერთეულებისაგან (ტექნოპარკები, საცდელ-საწარმოო, სასწავლო-საწარმოო, სამეცნიერო-საწარმოო, საპროექტო-საკონსტრუქტორო, კლინიკური ცენტრები და სხვ.).

2. უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულის შექმნა, რეორგანიზაცია და გაუქმება ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) გადაწყვეტილებით.

3. უნივერსიტეტის ძირითადი საგანმანათლებლო და სხვა სტრუქტურული ერთეულების კომპეტენცია და საქმიანობის წესი რეგულირდება ამ წესდებით დადგენილი წესით დამტკიცებული შესაბამისი დებულებებით