1. უნივერსიტეტის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოა აკადემიური საბჭო, რომლის წევრებიც აირჩევიან ფაკულტეტების აკადემიური პერსონალის ყველა წევრისა და ფაკულტეტის საბჭოს წევრ სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლების მიერ არჩევნების ჩატარების საუნივერსიტეტო დებულებით დადგენილი წესით პირდაპირი, თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით.
2. აკადემიური საბჭო აირჩევა ოთხი წლის ვადით.
3.უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოში თითოეულ ფაკულტეტს ჰყავს ორი წარმომადგენელი.
4. აკადემიური საბჭოს წევრად აირჩევა სრული პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი. აკადემიური საბჭოს წევრად პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.
5. აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, საბჭოს შემადგენლობაში ასევე შეიძლება არჩეულ იქნეს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების წარმომადგენლები. აკადემიურ საბჭოში თითოეულ დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულს შეიძლება ჰყავდეს ერთი წარმომადგენელი.
6. აკადემიურ საბჭოს თავმჯდომარეობს უნივერსიტეტის რექტორი.
7. აკადემიური საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) უნივერსიტეტთან მისი შესაბამისი შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა;
ბ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება;
გ) კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი;
დ) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური ან ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავება;
ე) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევ