1. უნივერსიტეტის მართვის ორგანოებია (მმართველი სუბიექტებია):
ა) აკადემიური საბჭო;
ბ) წარმომადგენლობითი საბჭო (სენატი);
გ) რექტორი;
დ) ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (კანცლერი);
ე) ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური.
2. ფაკულტეტის მართვის ორგანოებია:
ა) ფაკულტეტის საბჭო;
ბ) დეკანი;
გ) ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური.
3. უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის მართვის ორგანოების (მმართველი სუბიექტების) არჩევნების ჩატარების წესები განისაზღვრება „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის მართვის ორგანოების (მმართველი სუბიექტების) არჩევნების ჩატარების შესახებ“ საუნივერსიტეტო დებულებით (შემდგომში - არჩევნების ჩატარების საუნივერსიტეტო დებულება), რომელსაც შეიმუშავებს აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო (სენატი