შპს „კოლხის“ მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
შპს „კოლხის”
მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილება
2013 წ ლის 20 ივლისი
იმის გათვალისწინებით, რომ შპს „კოლხის” ყველა კრედიტორმა (100%-ის უმრავლესობით) მოითხოვა შპს „კოლხის” მიმართ დაწყებული გაკოტრების საქმის წარმოების შეწყვეტა და საზოგადოების რებილიტაციის რეჟიმში გადასვლა, ხოლო სააპელაციო სასამართლომ განჩინებით დააკმაყოფილა კრედიტორთა კერძო საჩივარი, მომრიგებელმა საბჭომ იმსჯელა კრედიტორთა განცხადებებში მითითებულ გარემოებებზე და თავისი გადაწყვეტილება დააფუძნა შემდეგ არგუმენტებზე, რომლებიც წარმოდგენილია კრედიტორთა განცხად ე ბებზე თანდართულ რეაბილიტაციის გეგმის პროექტში, კერძოდ:
1.
მოვალის სამეურვეო ქონება შეფასებულია 3.128,124 ლარად. პირველი აუქციონი ჩატარდა 18-27 დეკემბერს, რომელიც დასრულდა უშედეგოდ. პირველ აუქციონზე სამეურვეო ქონების ფასი განისაზღვრა ექსპერტის დასკვნის საფუძველზე, ამ ქონების საბაზრო ღირებულების 50%-ით 1.564,062 ლარად.„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” კანონის თანახმად, მეორე აუქციონზე ქონების საწყისი ფასი შეადგენს ამ ქონების საბაზრო ღირებულების 25%-ს 782.031 ლარს. მესამე აუქციონზე სამეურვეო ქონების საწყისი ფასი შეადგენს ნულ ლარს. მოვალის კრედიტორთა ჯამური მოთხოვნა არის 7.068.285,519 ლარი, ხოლო უზრუნველყოფილი კრედიტორების ჯამური მოთხოვნა არის 5.308.412,759 ლარი. ამდენად, არის იმის საშიშროება, რომ მოვალის ქონება ისე მცირე თანხად გაიყიდოს, რომ კრედიტორთა მოთხოვნების ძალი ა ნ მცირე ოდენობით დაკმაყოფილდეს. პირველ რიგში კი, მთლიანი ამონაგები თანხა წარიმართოს სასამართლო ხარჯების და მეურვის გასამრჯელოს დასაფარავად, ისე რომ შეიძლება კრედიტორებზე გასანაწილებელი აღარაფერი დარჩეს.
2.
მოვალის საქმიანობას 2003 წლიდან წარმოადგენს პურ-პროდუქტების წარმოება და რეალიზაცია. ამისათვის მოვალე ამუშავებდა ქარხნებს თბილისსა და ზუგდიდში, ხოლო 2010-2011 წლებში აშენდა ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქარხანა ხელვაჩაურში სს „საქართველოს ბანკის“ მიერ გაცემული სესხებით. მოვალემ შეძლო შეენარჩუნებინა საწარმოო პროცესი ხელვაჩაურის ქარხანაში 2012 წლის მაისში მისი იჯარით გაცემის გზით. ხელვაჩაურის ქარხანა 2012 წლის ოქტომბერში გახდა ლიკვიდური და იგი აწარმოებს 18 სახის პროდუქციას და მოიცავს რელიზაციას დასავლეთ საქართველოში. ასევე იგეგმება პროდუქციის რეალიზაციის გაფართოება.
3.
მოვალეს გააჩნია დებიტორული მოთხოვნები მესამე პირების მიმართ 500.000 ლარამდე, საიდანაც 100.000 ლარამდე მოთხოვნები დადასტურებულია, ხოლო დანარჩენზე მოსაძიებელია დოკუმენტაცია და შესაძლებელია დასჭირდეს სასამართლო დავების წარმოება. გაკოტრების შემთხვევაში შეუძლებელია დებიტორული დავალიანების ამოღება, რომლებიც სამურვეო ქონებაში არ არის ჩართული.
4.
გარდა ამისა, დღეს მოქმედი „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” კანონის უპირატესი მიზანია საწარმოს გადარჩენა და კრედიტორების ინტერესების დაცვა. კანონის ეს მიზანი მიმართულია მოვალის ეკონიმიკური და ფინანსური პრობლემების საფუძვლიან გადაწყვეტაზე. ხოლო ამის შეუძლებლობის შემთხვევაში კანონი გვთავაზობს, მოვალის ქონების რეალიზაციის გზით მიღებული თანხების განაწილებას კრედიტორებზე.
ჩვენს კონკრეტულ შემთხვევაში შპს „კოლხის” კრედიტორების უპირატესი მიზანია მათი მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილება. შესაბამისად, შპს „კოლხის” კუთვნილი ქონების აუქციონზე რეალიზაციის გზით ვერ მოხდება შპს „კოლხის” კრედიტორების დაკმაყოფილება, რადგან მოვალის მთლიანი ქონების ღირებულება ბევრად ნაკლებია, საზოგადოების მიერ ნაკისრი ვალდებულებებთან შედარებით,
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მომრიგებელი საბჭო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შპს „კოლხის” რეაბილიტაცია არის ის სამართლებრივი გამოსავალი, რაც შესაძლებლობას მისცე მ ს აღნიშნული კომპანიის კრედიტორებს სრულად დაიკმაყოფილონ თავიანთი მოთხოვნები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომრიგებელმა საბჭომ მიიღო შემდეგი
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა:
1. მოვალე გადავიდეს რეაბლიტაციის რეჟიმში;
2. ცნობად იქნას მიღებული, რომ რეაბილიტაციის გეგმის შემუშავებისას და რეაბილიტაციის განხორციელებისას გათვალიწინებული იქნას კრედიტორთა მიერ თავიანთ განცხადებებში (მომართვებში) წარმოდგენილი შენიშვნები და წინადადებები;
3. ეთხოვოს საქალაქო სასამართლოს, უზრუნველყოს შპს „კოლხის” რეაბილიტაციის რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით შესაბამისი განჩინების მიღება;
4. მომრიგებელი საბჭოს აღნიშნული გადაწყვეტილება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში”.
შპს ”კოლხის”
მომრიგებელი საბჭოს წევრები:
როინ მიგრიაული
ნოდარ პაპუკაშვილი
ზურაბ ძლიერიშვილი