„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 იანვრის №103 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1396
2013 წლის 24 სექტემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 იანვრის №103 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 იანვრის №103 განკარგულებაში და განკარგულების მე - 3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. კომპანიას უფლება აქვს მიღებული თანხებით გასწიოს ხარჯები, აგრეთვე საკუთარი სახსრებით შეასრულოს აზიის განვითარების ბანკის მიერ განსაზღვრული შესყიდვების პროცედურებით საქონლისა და საკონსულტაციო მომსახურების კატეგორიების ფარგლებში გაფორმებული შესყიდვის ხელშეკრულებების შესაბამისად განსახორციელებელი ფინანსური ვალდებულებები, რომელთა ანაზღაურება შემდგომში განხორციელდება აზიის განვითარების ბანკის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.“.
პრემიერ-მინისტრი ბ .ივანიშვილი