1. ექსპლუატანტს უნდა გააჩნდეს მის მიერ შედგენილი და სააგენტოს მიერ დამტკიცებული მომზადების პროგრამა, რომლის შესაბამისადაც მომსახურე ეკიპაჟის ყოველმა წევრმა უნდა გაიაროს მომზადება.მომსახურე ეკიპაჟის წევრებმა ყოველწლიურად უნდა გაიარონ მომზადების პროგრამა, რაც იძლევა იმის გარანტიას, რომ ყოველმა მათგანმა:
ა) შეძლოს ავარიულ სიტუაციაში ან სიტუაციაში, რომლის დროსაც აუცილებელია ავარიული ევაკუაცია, შეასრულოს უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის დაკავშირებული მოვალეობები და ფუნქციები;
ბ) შეძლოს გამოიყენოს სხ-ის ბორტზე არსებული საავარიო-სამაშველო საშუალებები, ისეთები როგორიც არის: სამაშველო ჟილეტები, სამაშველო ტივები, ავარიული ტრაპები(ღარი), ავარიული გასასვლელები, გადასატანი ცეცხლმაქრები, ჟანგბადის აღჭურვილობა, უნივერსალური პროფილაქტიკური კომპლექტები, პირველადი დახმარების კომპლექტები და ავტომატური გარე გამოყენების დეფიბრილიატორები;
გ) სხ-ბზე რომლებიც ასრულებენ ფრენებს 3000 მ (10 000ფტ)-ზე მაღლა, მუშაობისას ერკვეოდეს ჟანგბადის უკმარისობით გამოწვეულ შედეგებში. გერმოკაბინიანი სხ-ბზე მუშაობისას, ერკვეოდეს გერმეტიზაციის დარღვევით გამოწვეულ ფიზიოლოგიურ მოვლენებში.
დ) უნდა იცოდეს, ავარიულ სიტუაციაში ეკიპაჟის სხვა წევრების მოვალეობები და ფუნქციები იმ დონეზე, რაც საჭიროა თავისი მომსახურე ეკიპაჟის წევრის ფუნქციების შესრულებისათვის.
ე) უნდა იცოდეს იმ სახიფათო ტვირთების ჩამონათვალი (ტიპები), რომლების გადატანა დასაშვებია ან აკრძალულია სხ-ით.
ვ) უნდა იცოდეს, ადამიანური ფაქტორის გათვალისწინებით სხ-ის სალონში უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესაძლებლობები, ასევე საფრენოსნო და მომსახურე ეკიპაჟის წევრებს შორის კოორდინაციის საკითხები.
შენიშვნა 1. სახიფათო ტვირთების გადაზიდვებთან დაკავშირებული მომსახურე ეკიპაჟის მომზადების საკითხები მოცემულია ჩიკაგოს კონვენციის მე-18 დანართში და იკაოს DOC-9284-ში.
2. საკითხები, რომელიც ეხება პერსონალის მომზადების პროგრამის შემუშავებას და ითვალისწინებს ადამიანურ ფაქტორსა და შესაძლებლობებს, მოცემულია იკაოს DOC-9683-ში.
3. საკითხები, რომელიც ეხება მომსახურე ეკიპაჟის მომზადების პროგრამის შემუშავებას მოცემულია იკაოს DOC-7192 E-1-ში.
2. მომზადების პროგრამა არის ფშს-ს ნაწილი და შეიცავს:
ა) პირველადი მომზადებას;
ბ) განმეორებითი მომზადებას;
გ) გადამზადებას (სხ-ის ტიპიდან ტიპზე ან სხვა კომპანიაში გადასვლისას);
დ) კვალიფიკაციის ამაღლებასთან დაკავშირებით მომზადებას;
ე) ფრენებიდან შესვენების შემდეგ მომზადებას;
ვ) გაცნობით მომზადებას;
ზ) განსხვავებების შესწავლას;
თ) მომზადებას ფრენის უსაფრთხოების საკითხებში;
ი) მომზადებას უშიროების საკითხებში;
კ) CRM-ის მომზადებას;
ლ) საავარიო-სამაშველო მომზადებას;
მ) სახიფათო ტვირთების გადაზიდვის მომზადება