1. ექსპლუატანტი ვალდებულია შეიმუშაოს მომსახურე ეკიპაჟის სახელმძღვანელო, რომელიც განკუთვნილია მომსახურე ეკიპაჟის მოვალეობების შესრულებისათვის. სახელმძღვანელო, საჭიროების შემთხვევაში, გადაიხედება და იცვლება ინფორმაციის განახლების მიზნით. შესაბამისი პერსონალი ინფორმირებული უნდა იყოს ნებისმიერი ცვლილების ან დამატების თაობაზე.

2. ექსპლუატანტი ვალდებულია  სახელმძღვანელოს ეგზემპლარი, ნებისმიერი ცვლილებებით და/ან დამატებებით წარუდგინოს სააგენტოს, განხილვის, შეთანხმების და საჭიროებისას დამტკიცების მიზნით.

შენიშვნა: სახელმძღვანელოს სტრუქტურის და შინაარსის მოთხოვნები მოცემულია ამ წესების მე-5 დანართში.

3. ექსპლუატანტი ვალდებულია უზრუნველყოს მომსახურე ეკიპაჟის ყოველი წევრი სახელმძღვანელოთი. სახელმძღვანელო უნდა იდოს ყოველ რეისზე და იყოს ადვილად ხელმისაწვდომი ნებისმიერი ბორტგამყოლისათვის

თავი XI

საავიაციო უშიშროე