1. ექსპლუატანტმა უნდა შეიმუშაოს და სააგენტოსთან შეათანხმოს საავიაციო უშიშროების საკითხებში სხ-ის ეკიპაჟის მომზადების პროგრამა, რათა ეკიპაჟის წევრებმა შეძლონ მოახდინონ ადეკვატური რეაგირება სხ-ის ბორტზე მართლსაწინააღმდეგო ქმედობის განხორციელების შემთხვევაში. მომზადების პროგრამა უნდა შეიცავდეს მინიმუმ შემდეგ საკითხებს:
ა) ნებისმიერი მოვლენის სიმძიმის განსაზღვრა;
ბ) ეკიპაჟის წევრებს შორის კავშირი და კოორდინაცია;
გ) თავდაცვის შესაბამისი ზომები;
დ) ეკიპაჟის წევრების მიერ უდისციპლინო მგზავრების გასაუვნებელყოფად განკუთვნილი შემბოჭავი საშუალებების გამოყენება.
ე) ტერორისტების ქცევის თავისებურებების შესწავლა, რომელიც მისცემს საშუალებას ეკიპაჟს მოახდინოს სწორი რეაგირება გამტაცებლის ქმედებებზე და ადეკვატურად იმოქმედოს შექმნილ ვითარებით გამოწვეულ მგზავრთა რეაქციაზე.
ვ) პრაქტიკული მეცადინეობა, სხვადასხვა საფრთხის გათვალისწინებით
ზ) საფრენოსნო ეკიპაჟის კაბინის პროცედურები,სხ-ის დაცვის უზრუნველსაყოფად.
თ)სხ-ის შემოწმების წესი და ფრენის დროს აღმოჩენილი ასაფეთქებელი მოწყობილობის განთავსების ადგილები.
2. ექსპლუატანტი ვალდებულია შეიმუშაოს საავიაციო უშიშროების სფეროში მომზადების პროგრამა და უზრუნველყოფს ამ პროგრამის მიხედვით პერსონალის მომზადება. პროგრამა უნდა ითვალისწინებდეს მგზავრებთან, ბარგთან, ტვირთთან, ბორტკვებასთან დაკავშირებული პრევენციული ღონისძიებების გაცნობას მართლსაწინააღმდეგო ქმედობის თავიდან აცილების მიზნი