1. თუ სხ-ზე გათვალისწინებულია საფრენოსნო ეკიპაჟის კაბინის კარი, იგი აღჭურვილი უნდა იყოს ჩამკეტი მოწყობილობით. სხ-ის ბორტზე გათვალისწინებული უნდა იყოს საშუალებები, რომლის მეშვეობითაც სამგზავრო სალონში საეჭვო ქმედების ან უშიშროების ნორმების დარღვევის შემთხვევაში ბორტგამყოლს ექნება საფრენოსნო ეკიპაჟის ინფორმირების შესაძლებლობა.
2. 45 500კგ-ზე მეტი ასაფრენი მასის ან 60-ზე მეტი მგზავრის ტევადობის სხ-ი აღჭურვილი უნდა იყოს კაბინის კარით, რომელიც გაუძლებს ცეცხლსასროლი იარაღის ტყვიებს და ხელყუმბარის ნამსხვრევებს, ასევე გამორიცხავს - გარეშე პირის ძალადობრივ შეჭრას კაბინაში. კარი უნდა იღებოდეს და იკეტებოდეს პილოტების სამუშაო ადგილებიდან.
3. ნებისმიერ სხ-ზე, სადაც კაბინის კარი დამონტაჟებულია ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად:
ა) საფრენოსნო ეკიპაჟის კაბინის კარი უნდა ჩაიკეტოს მგზავრების ჩასხდომისა და სხ-ის ყველა გარე კარის დახურვის შემდეგ და დარჩეს ჩაკეტილი მგზავრების გადმოსხდომის მიზნით სხ-ის კარის გახსნამდე. საჰაერო ხომალდის კაბინის კარი ჩაკეტილი უნდა დარჩეს მთელი ფრენის განმავლობაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც უფლებამოსილ პირებს ესაჭიროებათ კაბინაში შესვლა ან კაბინიდან გამოსვლა.
ბ) საფრენოსნო კაბინა აღჭურვილი უნდა იყოს სამეთვალყურეო საშუალებებით, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება პილოტების სამუშაო ადგილებიდან კაბინის კარის მიმდებარე სივრცის კონტროლი, კაბინაში დასაშვებ პირთა ამოცნობისა და საეჭვო ქმედების აღმოჩენის მიზნით.
გ) თუ სხ-ის საფრენოსნო კაბინა არ არის აღჭურვილი სამეთვალყურეო საშუალებებით, ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნების დაცვის უზრუნველსაყოფად, ფრენის ყველა ეტაპზე კაბინაში უნდა იმყოფებოდეს ეკიპაჟის დამატებითი წევრ