„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს N77 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის ბრძანება №148 |
|
2013 წლის 18 ოქტომბერი ქ. თბილისი |
„თ) „ელექტროენერგიის დანახარჯი ელექტროენერგიის გადამცემ ქსელში“ - ელექტროენერგიის ხარჯი, რომელიც მოიცავს ქვესადგურის საკუთარ მოხმარებას, მოხმარებას ელექტროენერგიის გადამცემი ხაზის დაცვის რეჟიმში ჩართვის პერიოდში და სინქრონიზაციისას აღრიცხული ელექტროენერგიის რაოდენობას, აგრეთვე დანაკარგს ელექტროენერგიის გადამცემ ხაზებში, ძალოვან, ვოლტდამმატ და გამზომ ტრანსფორმატორებში, მაკომპენსირებელ კოჭებში, მაშუნტირებელ რეაქტორებში, სინქრონულ კომპენსატორებსა და კონდენსატორთა ბატარეებში, აგრეთვე სხვა ტექნიკურ დანაკარგებს ელექტროენერგიის გადამცემი ხაზის მუშა და უქმი სვლის რეჟიმებში;“.
„თ1) ელექტროგადამცემი ქსელის ტესტირება – ელექტროგადამცემი ქსელის ან მისი რომელიმე ელემენტის მუშაობის პარამეტრების, დაცვის, აღრიცხვის მოწყობილობებისა ან/და სხვა ტექნოლოგიური პროცესების შემოწმება, რომელიც საჭიროებს ქსელის ჩართვას, მისი ან მისი რომელიმე ელემენტის ძაბვის ქვეშ დაყენებას ან/და ელექტროენერგიის გადადინებას; ტესტირება ხორციელდება ელექტროგადამცემი ხაზის მფლობელის მოთხოვნის საფუძველზე დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ხოლო სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზის ტესტირების თაობაზე წინასწარ უნდა ეცნობოს სისტემის კომერციულ ოპერატორს;“
„ყ) სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ახალი ელექტროგადამცემი ხაზი – სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე უშუალოდ უერთდება მუდმივი დენის ჩანართის მქონე ქვესადგურს და რომელიც 2012 წლის 1 იანვრის შემდეგ არის ექსპლუატაციაში შესული ან/და დაგეგმილია, რომ აშენდეს და ექსპლუატაციაში შევიდეს 2012 წლის 1 იანვრის შემდეგ;“.
„8. სისტემის კომერციული ოპერატორი 10 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და ფაქტობრივი მდგომარეობის შესაბამისობას ამ წესების მოთხოვნებთან. წარმოდგენილი დოკუმენტაციის ამ წესების მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, დოკუმენტაციის წარმოდგენიდან არა უგვიანეს 10 სამუშაო დღისა, წერილობითი ფორმით აცნობებს უარს მაძიებელს (გარდა საბითუმო ვაჭრობაში იმპორტიორად ან ექსპორტიორად რეგისტრაციის მაძიებლისა) საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეთა რეესტრში შეყვანაზე შესაბამისი მიზეზის მითითებით.“.
„81. იმპორტიორის ან ექსპორტიორად რეგისტრაციის მაძიებლის შემთხვევაში სისტემის კომერციული ოპერატორი 10 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და ფაქტობრივი მდგომარეობის შესაბამისობას ამ წესების მოთხოვნებთან. წარმოდგენილი დოკუმენტაციის ამ წესების მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, დოკუმენტაციის წარმოდგენიდან არა უგვიანეს 10 სამუშაო დღისა, წერილობითი ფორმით აცნობებს უარს მაძიებელს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეთა რეესტრში შეყვანაზე შესაბამისი მიზეზის მითითებით. იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეესაბამება ფაქტობრივ მდგომარეობას სისტემის კომერციულ ოპერატორს მაძიებელი შეჰყავს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეთა რეესტრში განაცხადის შემოტანიდან არაუგვიანეს 12 სამუშაო დღისა.“.
„9. წარმოდგენილი დოკუმენტაციის ამ წესების მოთხოვნებთან შესაბამისობის შემთხვევაში, სისტემის კომერციული ოპერატორი, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტი, მაძიებელი და პირი, რომლის მფლობელობაში არსებულ ელექტრულ ქსელსაც უერთდება მაძიებელი, მომდევნო 5 სამუშაო დღის განმავლობაში ამოწმებენ საბითუმო ვაჭრობაში გამოსაყენებელ აღრიცხვის კვანძებს, მათ შორის, გენერატორებსა და საკუთარი მოხმარების ტრანსფორმატორებზე არსებული აღრიცხვის კვანძებს და ადგენენ საბითუმო ვაჭრობაში გამოსაყენებელი აღრიცხვის კვანძების შემოწმების აქტს (შემდგომში – აღრიცხვის კვანძების შემოწმების აქტი), რომლის ფორმასაც ერთობლივად ამტკიცებს სისტემის კომერციული ოპერატორი და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტი. ამ პუნქტის მოთხოვნა არ ვრცელდება იმპორტიორის, ექსპორტიორის, გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტების საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრაციაზე.“.
„1. ელექტროენერგიის იმპორტის და ექსპორტის განხორციელება შესაძლებელია ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსით დადგენილი მოცულობების ფარგლებში და პერიოდში, ხოლო ავარიული სიტუაციის მოქმედების პერიოდში ელექტროენერგიის იმპორტის და ექსპორტის განხორციელება შესაძლებელია ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსში გათვალისწინების გარეშე.
2. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უფლებამოსილია:
ა) ბალანსით გათვალისწინებული ელექტროენერგიის იმპორტის ან ექსპორტის მოცულობის ფარგლებში, იმპორტიორის ან ექსპორტიორის სათანადო განაცხადის საფუძველზე, განსაზღვროს ექსპორტისა და იმპორტის მიმართულებები მეზობელი ქვეყნ(ებ)ის მიხედვით;
ბ) ელექტროენერგეტიკული სისტემის მდგრადი და საიმედო ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით, ასევე შიდა რესურსების ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსთან შედარებით სიმცირის (დეფიციტის) ან სიჭარბის ან/და ავარიის დადგომის, ან ასეთის (დეფიციტის, სიჭარბის, ავარიის) რეალური საფრთხის არსებობის შემთხვევებში, სისტემის საჭიროებიდან გამოდინარე, მიწოდება-მოხმარების გეგმაში არ გაითვალისწინოს ექსპორტიორის ან/და იმპორტიორის განაცხადი, ან/და შეამციროს მასში (განაცხადში) მოყვანილი მოცულობები. ამ სახის გადაწყვეტილების მიღების შესახებ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი დაუყოვნებლივ წერილობით ატყობინებს შესაბამის ექსპორტიორს ან/და იმპორტიორს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ.“
„10. სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ახალი ელექტროგადამცემი ხაზის გამტარუნარიანობის განსაზღვრის, დახასიათების და განაწილების მიზნისთვის გამოიყენება სიმძლავრის შემდეგი ძირითადი კატეგორიები:
ა) სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ახალი ელექტროგადამცემი ხაზის გამტარუნარიანობა (ქსელის გამტარუნარიანობა – „NTC” (Net Transfer Capacity);
ბ) სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ახალი ელექტროგადამცემი ხაზის არახელმისაწვდომი მოცულობა (არახელმისაწვდომი სიმძლავრე) ან „NAC” (Non-Avaliable Capacity);
გ) სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ახალი ელექტროგადამცემი ხაზის ხელმისაწვდომი მოცულობა (შემდეგში: „ხელმისაწვდომი მოცულობა“) ან (ხელმისაწვდომი გადასაცემი სიმძლავრე - „ATC” (Avaliable Transfer Capacity);
დ) წინასწარი პრიორიტეტულობით გადანაწილებული მოცულობა („AAC” (Already Allocated Capacity);
ე) სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ახალი ელექტროგადამცემი ხაზის განაწილებული მოცულობა (სიმძლავრის განაწილება) ) ან „ALC” (Allocated Capacity).
11. სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ახალი ელექტროგადამცემი ხაზის გამტარუნარიანობა (ქსელის გამტარუნარიანობა – „NTC” (Net Transfer Capacity) წარმოადგენს სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ახალი ელექტროგადამცემი ხაზის მთლიან გამტარუნარიანობას/პროგრამას, რომელიც აკმაყოფილებს შესაბამისი გადამცემი სისტემების მიერ გარკვეული დროის პერიოდისათვის, აქტიური სიმძლავრის ნაკადის მიმართულებით დაწესებული უსაფრთხოების სტანდარტებს.
12. სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ახალი ელექტროგადამცემი ხაზის არახელმისაწვდომი მოცულობა (არახელმისაწვდომი სიმძლავრე) ან „NAC” (Non-Avaliable Capacity) არის სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ახალი ელექტროგადამცემი ხაზის გამტარუნარიანობის ის ნაწილი, რომელიც საქართველოს და შესაბამისი მეზობელი ქვეყნის ენერგეტიკულ სისტემათა ოპერატორების ერთობლივი შეთანხმებით, ექსპორტისთვის არ არის ხელმისაწვდომი, იმ სპეციფიკური ტექნიკური და უსაფრთხოების პრობლემების გამო, რომელთა მოგვარებაც შესატყვის საექსპორტო პერიოდისთვის შეუძლებელია.
13. სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ახალი ელექტროგადამცემი ხაზის ხელმისაწვდომი მოცულობა (ხელმისაწვდომი გადასაცემი სიმძლავრე) ან „ATC” (Avaliable Transfer Capacity) გულისხმობს NTC-ის ნაწილს, რომელიც შემდგომი კომერციული საქმიანობებისათვის ყოველი განაწილების ფაზის შემდეგ რჩება ხელმისაწვდომი და შეთავაზებულია მომხმარებლებისათვის ასათვისებლად. ATC გამოითვლება, როგორც სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ახალი ელექტროგადამცემი ხაზის გამტარუნარიანობას გამოკლებული არახელმისაწვდომი მოცულობა (NTC–NAC=ATC + ALC).
14. წინასწარი პრიორიტეტულობით გადანაწილებული მოცულობა ან „AAC” (Already Allocated Capacity) არის სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ახალი ელექტროგადამცემი ხაზის ხელმისაწვდომი მოცულობა, რომელიც წინასწარ გადანაწილდება პრიორიტეტულობის მიხედვით საქართველოში 2010 წლის შემდეგ აშენებული, განახლებადი ენერგიის წყაროებზე მომუშავე, ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ექსპორტის მოცულობაზე, თუ ასეთი ელექტროენერგიის ექსპორტისთვის გაფორმებულია 141 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულება გადაცემა-დისპეტჩერიზაციის მომსახურების დარეზერვებაზე – მითითებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პერიოდის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ ხელმისაწვდომი მოცულობა ნაკლებია ვიდრე წინასწარი პრიორიტეტულობით გადანაწილებული მოცულობა, მისი განაწილება ხორციელდება სპეციალური აუქციონის მეშვეობით, ამ წესების 141 მუხლის 94 პუნქტით დადგენილი პროცედურების შესაბამისად.
15. სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ახალი ელექტროგადამცემი ხაზის განაწილებული მოცულობა (განაწილებული სიმძლავრე) ან „ALC” (Allocated Capacity) არის, სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ახალი ელექტროგადამცემი ხაზის სიმძლავრის მოცულობა, რომელიც განაწილებულია კონკრეტული დროის პერიოდისთვის. ALC მოიცავს AAC-ის მოცულობას (NTC-NAC=ATC+ALC).
16. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი არაუგვიანეს ყოველი წლის 1 აგვისტოსი განსაზღვრავს და საჯაროდ აცხადებს (ვებგვერდზე www.gse.com.ge ინფორმაციის განთავსებით) მომდევნო კალენდარული წლისთვის (წლებისთვის) სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ახალი ელექტროგადამცემი ხაზის გამტარუნარიანობას (NTC), ასევე მომდევნო კალენდარული წლისთვის (წლებისთვის), საანგარიშო პერიოდების მიხედვით, ATC-ის, ALC-ის, NAC-ის მოცულობებს და ექსპორტის მიმართულებებს.
17. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ყოველი წლის 1 აგვისტოდან 15 სამუშაო დღის ვადაში საწყის ხელმისაწვდომ მოცულობას (ATC) აკლებს წინასწარი პრიორიტეტულობით გადანაწილებულ მოცულობას (AAC) და განსაზღვრავს სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ახალი ელექტროგადამცემი ხაზის მომდევნო კალენდარული წლისთვის (წლებისთვის), საანგარიშო პერიოდების მიხედვით, განაწილებულ მოცულობას (ALC) და ATC-ის ნარჩენ მოცულობას. იმ შემთხვევაში, თუ საწყისი ხელმისაწვდომი მოცულობა (ATC) უფრო ნაკლებია, ვიდრე წინასწარი პრიორიტეტულობით გადანაწილებული მოცულობა ან/და ასეთი მოცულობების ჯამი, საწყისი ხელმისაწვდომი მოცულობის განაწილება ხორციელდება სპეციალური აუქციონის მეშვეობით, ამ მუხლის 94 პუნქტით დადგენილი პროცედურების შესაბამისად. ყველა დანარჩენ შემთხვევაში, ყოველი წლის 1 სექტემბრამდე დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი საჯაროდ (ვებგვერდზე www.gse.com.ge ინფორმაციის განთავსებით) აცხადებს მომდევნო კალენდარული წლის, საანგარიშო პერიოდების მიხედვით, NTC-ის, ATC-ის, ALC-ის (მ.შ. AAC-ის) და NAC-ის განახლებულ მოცულობებს.
18. ყოველი წლის 1 ნოემბრამდე პრეტენდენტი ექსპორტიორები (შემდეგში – პრეტენდენტი) ვალდებულნი არიან წარადგინონ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან განაცხადი ნარჩენი ხელმისაწვდომი მოცულობის მათ მიერ ასათვისებელი ოდენობის (მოთხოვნილი მოცულობა) თაობაზე.
19. განაცხადის ფორმას ამტკიცებს და თავის ვებგვერდზე (www.gse.com.ge) აქვეყნებს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი. განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) რეკვიზიტები (დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი (ფიზიკური პირის შემთხვევაში პირადი ნომერი), ფაქტობრივი მისამართი, საკონტაქტო მონაცემები);
ბ) მითითება იმის შესახებ თუ პრიორიტეტულობის რომელ ჯგუფს მიეკუთვნება პრეტენდენტის მიერ ექსპორტზე გასატანი ელექტროენერგია (გენერაციის ობიექტების მითითებით). იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტს ექსპორტზე გააქვს რამდენიმე პრიორიტეტის ჯგუფზე მიკუთვნებული ელექტროენერგია, იგი ვალდებულია თავისი განაცხადით გათვალისწინებული მოცულობა დაყოს აღნიშნული ჯგუფების მიხედვით, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადის განხილვა არ მოხდება;
გ) მოთხოვნილი მოცულობა დაყოფილი კონკრეტული საანგარიშო პერიოდების (თვეების) მიხედვით. მოთხოვნილი მოცულობა არ შეიძლება აღემატებოდეს გამოქვეყნებულ ნარჩენ ხელმისაწვდომ მოცულობას რომელიმე თვისთვის, ასევე პრეტენდენტის მიერ ხელმოწერილ და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან რეგისტრირებული ექსპორტის პირდაპირი ხელშეკრულებ(ებ)ის მოცულობას(ებს).
20. განაცხადს თან უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) საბითუმო ბაზრის მონაწილედ რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) ინფორმაცია საჯარო შეზღუდვის არსებობის შესახებ, აგრეთვე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პრეტენდენტი არ იმყოფება გაკოტრების ან ლიკვიდაციის პროცესში, გაცემული სათანადო უფლებამოსილების მქონე ორგანოების მიერ.
21. იმ შემთხვევებში, როდესაც მოთხოვნილი მოცულობა აღემატება დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ გამოცხადებულ ნარჩენ ხელმისაწვდომ მოცულობას, ან/და პრეტენდენტის მიერ ხელმოწერილ და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან რეგისტრირებული ექსპორტის პირდაპირი ხელშეკრულებ(ებ)ის მოცულობას(ებს), ასევე პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციიდან ნათელია, რომ იგი იმყოფება გაკოტრების რეჟიმში, ან ლიკვიდაციის პროცესში, ან/და აქვს საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა, აგრეთვე, თუ განაცხადი არ შეესაბამება ამ მუხლის მე-19 პუნტით, ან/და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, ან არ არის წარმოდგენილი სრულად, განაცხადი ვერ მიიღებს მონაწილეობას განაწილების პროცესში. ამასთან, პრეტენდენტს უფლება აქვს შეცვალოს ან გაიწვიოს (გააუქმოს) ატვირთული განაცხადი ამ მუხლის მე-18 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლამდე.
22. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი განაცხადების წარდგენის ვადის ამოწურვიდან 10 სამუშაო დღეში ამოწმებს მიღებულ განცხადებსა და თანდართულ დოკუმენტაციას და ხარვეზების არარსებობის შემთხვევაში, ორი სამუშაო დღის ვადაში არეგისტრირებს მათ (განაცხადის რეგისტრაციის ვადა).
23. ნარჩენი ხელმისაწვდომი მოცულობის განაწილებაში მონაწილეობას იღებენ მხოლოდ რეგისტრირებული განაცხადები. ნარჩენი ხელმისაწვდომი მოცულობის განაწილება ხორციელდება განაცხადების რეგისტრაციის ვადის ამოწურვიდან სამი სამუშაო დღის ვადაში. იმ შემთხვევებში, როდესაც ნარჩენი ხელმისაწვდომი მოცულობა სრულად ნაწილდება ამ მუხლის 91 პუნქტში მოცემული პრიორიტეტების რომელიმე ჯგუფის ფარგლებში ისე, რომ სრულად აკმაყოფილებს შესაბამისი ჯგუფის პრეტენდენტ ექსპორტიორთა მოთხოვნილ მოცულობებს, აუქციონი არ ტარდება და ნარჩენი ხელმისაწვდომი მოცულობა ნაწილდება სათანადო პრიორიტეტულობის ჯგუფის წევრებზე მოთხოვნილი მოცულობების შესაბამისად. სხვა შემთხვევებში ნარჩენი ხელმისაწვდომი მოცულობის განაწილება ხორციელდება ამ მუხლის 94 პუნქტით დადგენილი პროცედურების შესაბამისად.
24. განაწილების შედეგები, NTC-ის, ATC-ის, ALC-ის (მ.შ. AAC-ის) და NAC-ის განახლებული მოცულობების სახით, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ ორი სამუშაო დღის ვადაში ცხადდება საჯაროდ (ვებ-გვერდზე www.gse.com.ge ინფორმაციის განთავსებით).
25. ამ მუხლის მე-9 – 25-ე პუნქტების მოქმედება არ ვრცელდება კერძო ინვესტიციების (სახელმწიფო გარანტიის გამოყენებით მოზიდული საერთაშორისო საკრედიტო ფინანსური რესურსების გარეშე) საფუძველზე მშენებარე/აშენებულ სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ახალი ელექტროგადამცემი ხაზით ელექტროენერგიის ექსპორტზე.“.
„3. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი საანგარიშო პერიოდის დასრულებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა ელექტროენერგიის გადაცემის ლიცენზიატებს უგზავნის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი სისტემათაშორისი ხაზით (ხაზებით) საანგარიშო პერიოდში მიწოდებული და მიღებული ელექტროენერგიის შემაჯამებელი აღრიცხვის აქტის, აგრეთვე ექსპორტირებული ელექტროენერგიის განაწილების აქტის (დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ მისი მიღების შემთხვევაში) თითო ასლს.“
„თ) ამ წესების დაცვით დაარეგისტრიროს პირდაპირი ხელშეკრულებები და გააუქმოს მათი რეგისტრაცია. ასევე შეაჩეროს პირდაპირი ხელშეკრულებების რეგისტრაცია განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით, თუ რეგისტრირებული პირდაპირი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ელექტროენერგიის (სიმძლავრის) დისპეტჩირება შეუძლებელია ან/და ამ პირდაპირი ხელშეკრულების განხორციელებამ შესაძლებელია, ხელი შეუშალოს სისტემის ოპერატიულ-დისპეტჩერულ მართვას პირდაპირი ხელშეკრულების მოქმედების ვადაზე მცირე პერიოდის განმავლობაში, რაზედაც უნდა აცნობოს პირდაპირი ხელშეკრულებების მონაწილე მხარეებს ამ წესების მე-10 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ ვადებში;”.
„ბ) განახორციელოს ელექტროენერგიის აღრიცხვის სისტემ(ებ)ის (მათ შორის ელექტროენერგიის საბითუმო ვაჭრობაში მონაწილის) ან/და მისი შემადგენელი კომპონენტების ინსპექტირება/შემოწმება, ხოლო ელექტროენერგიის მრიცხველების დაპროგრამება და აღრიცხვის საკომუნიკაციო მოწყობილობების პროგრამულ-ტექნიკური გამართვა დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით.“.
„ი) ქვეყანაში შიდა რესურსების ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსთან შედარებით სიმცირის (დეფიციტის) ან სიჭარბის ან/და ავარიის დადგომის, ან ასეთის (დეფიციტის, სიჭარბის, ავარიის) რეალური საფრთხის არსებობის შემთხვევებში, შეზღუდოს, ან შეწყვიტოს ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო გადადინება, ან/და შემოდინება, რათა უზრუნველყოფილი იქნეს ელექტროენერგეტიკული სისტემის მდგრადობა, უსაფრთხოება და საიმედო ფუნქციონირება.“.
„2. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ ფაქტობრივი დანაკარგი გამოითვლება ყოველი საანგარიშო პერიოდისათვის მიღებისა და მიწოდების პუნქტებში აღრიცხული ელექტროენერგიის ჯამური რაოდენობების სხვაობისა და სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზის (ხაზების), მეზობელი ქვეყნის ელექტროენერგეტიკული სისტემის მხრიდან დაცვის რეჟიმში აღრიცხული, აგრეთვე ხაზის სინქრონიზაციისას შემოდინებული ელექტროენერგიის გათვალისწინებით.“.
„21. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ ფაქტობრივი საშუალო დანაკარგი გამოითვლება, ერთი მხრივ ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად გაანგარიშებული ფაქტიური დანაკარგის რაოდენობასა და მეორე მხრივ – მეზობელი ქვეყნის ელექტროენერგეტიკული სისტემის მხრიდან სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზის (ხაზების) დაცვის რეჟიმში აღრიცხული, ასევე ხაზის სინქრონიზაციისას შემოდინებული ელექტროენერგიის რაოდენობების ჯამს შორის სხვაობით.
22. ფაქტიური დანაკარგისა და ფაქტობრივი საშუალო დანაკარგის მაჩვენებლები (სიდიდეები და პროცენტული მნიშვნელობები) წარედგინება სისტემის კომერციულ ოპერატორს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის არაუგვიანეს 7 რიცხვისა.“.
„3. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესრულების მიზნით, მყიდველი კვალიფიციური საწარმოების მიერ (გარდა სისტემის კომერციული ოპერატორისა) შესაბამისი პირდაპირი ხელშეკრულებით, მათ შორის პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტული პირობებით შესყიდული და მიღებული ელექტროენერგია გამოითვლება მყიდველის მიერ წინასწარ განსაზღვრულ მიწოდების პუნქტებში დაფიქსირებული ელექტროენერგიის მოცულობისა და ფაქტიური საშუალო დანაკარგის გათვალისწინებით.“.
„5. ზენორმატიული დანაკარგის პროცენტული მაჩვენებელი კონკრეტული საანგარიშო პერიოდისთვის წარმოადგენს დადებით სხვაობას ფაქტობრივ საშუალო დანაკარგისა და ნორმატიული დანაკარგის პროცენტულ მაჩვენებლებს შორის, რომლის შესაბამისი ელექტროენერგიის რაოდენობა – ზენორმატიული დანაკარგის სახით, ანაზღაურდება გადაცემის ლიცენზიატების მიერ კანონმდებლობის შესაბამისად.“.
„ა) ყოველი კალენდარული წლის 1 სექტემბრიდან 1 მაისამდე – იმ თბოელექტროსადგურის ტარიფის ზედა ზღვრით, რომელსაც კომისიამ დაუდგინა ყველაზე მაღალი ტარიფი;“.
„ა) ყოველი კალენდარული წლის 1 სექტემბრიდან 1 მაისამდე – იმ თბოელექტროსადგურის ტარიფის ზედა ზღვრით, რომელსაც კომისიამ დაუდგინა ყველაზე მაღალი ტარიფი;“.
„მუხლი 41. დროებითი დებულებები
1. სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ახალი ელექტროგადამცემი ქსელის ტესტირების უზრუნველყოფის მიზნებისთვის 2013 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდის განმავლობაში საანგარიშო პერიოდ(ებ)ში საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადადინებულ (შემოდინებულ და გადინებულ) ელექტროენერგიაზე არ ხორციელდება რაიმე სახის ანგარიშსწორება. ამ წესების 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად გაანგარიშებული ფაქტიური დანაკარგის დამატებით კომპონენტად გამოიყენება მხოლოდ ამ პუნქტით გათვალისწინებული ტესტირებისას შემოდინებულ და გადინებულ ელექტროენერგიის მოცულობებს შორის დადებითი სხვაობა (დადებითი სალდო საქართველოში იმპორტის მნიშვნელობით) ერთ საანგარიშო პერიოდში, რომელიც წარმოადგენს ელექტროენერგიის დანახარჯს გადამცემ ქსელში.
2. ამ წესების 23-ე მუხლის 21 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული ფაქტობრივი საშუალო დანაკარგის გაანგარიშებისას მხოლოდ ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული დადებითი სალდოს სიდიდე დამატებით აკლდება ამ წესების 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად გაანგარიშებული ფაქტიური დანაკარგის სიდიდეს, ამ მუხლის 1-ლი პუნქტით განსაზღვრულ საანგარიშო პერიოდ(ებ)ში.
3. სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ახალი ელექტროგადამცემი ქსელის ტესტირების უზრუნველყოფის მიზნებისთვის შემოდინებული და გადინებული ელექტროენერგიის მოცულობები (გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისისა – ტესტირებისას გადადინებული ელექტროენერგიის მოცულობებს შორის დადებითი სხვაობა) არ გამოიყენება შესაბამისი საანგარიშო პერიოდისთვის ფაქტობრივი დანაკარგის გამოთვლისას.
4. 2013 წლის დარჩენილი პერიოდისთვის და 2014 წლისთვის სისტემათაშორისი ტრანზიტისათვის განკუთვნილი ახალი ელექტროგადამცემი ხაზის გამტარუნარიანობის სხვადასხვა სახეობების განსზღვრის, გამოქვეყნებისა და განაწილების მიზნებისთვის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ცალკე ადგენს:
ა) ამ წესების 141 მუხლის მე-16 პუნქტით გათვალისწინებული ხაზის გამტარუნარიანობის მოცულობის (NTC), ასევე მომდევნო კალენდარული წლისთვის (წლებისთვის), საანგარიშო პერიოდების მიხედვით, ATC-ის, ALC-ის, NAC-ის მოცულობების და ექსპორტის მიმართულებების განსაზღვრისა და საჯაროდ გამოცხადების ვადას;
ბ) ამ წესების 141 მუხლის მე-17 პუნქტით გათვალისწინებული ხაზის NTC-ის, ATC-ის, ALC-ის (მ.შ. AAC-ის) და NAC-ის განახლებული მოცულობების განსაზღვრისა და საჯაროდ გამოცხადების ვადას;
გ) ამ წესების 141 მუხლის მე-18 პუნქტით გათვალისწინებული განაცხადების წარდგენის ვადას.“.
|