„ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 9 თებერვლის №66 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№228
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 228, 31/05/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №228

2006 წლის 31 მაისი

ქ. თბილისი

„ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ”საქართველოს მთავრობის 2006 წლის 9 თებერვლის №66განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 9 თებერვლის №66 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. განკარგულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) გამოყოს 31 563 993 (ოცდათერთმეტი მილიონ ხუთას სამოცდასამი ათას ცხრაას ოთხმოცდაცამეტი) ლარი შემდეგი ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებისათვის:

ა) სამეგრელოსა და ზემო სვანეთში განსახორციელებელი პროექტებისათვის – 3 000 000 (სამი მილიონი) ლარი, №1 დანართის შესაბამისად;

ბ) ქვემო ქართლის მხარეში განსახორციელებელი პროექტებისათვის – 5 805 000 (ხუთი მილიონ რვაას ხუთი ათასი) ლარი, №2 დანართის შესაბამისად;

გ) რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში განსახორციელებელი პროექტებისათვის – 795 000 (შვიდას ოთხმოცდათხუთმეტი ათასი) ლარი, №3 დანართის შესაბამისად;

დ) გურიის მხარეში განსახორციელებელი პროექტებისათვის – 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარი, №4 დანართის შესაბამისად;

ე) კახეთის მხარეში განსახორციელებელი პროექტებისათვის – 7 077 213 (შვიდი მილიონ სამოცდაჩვიდმეტი ათას ორას ცამეტი) ლარი, №5 დანართის შესაბამისად;

ვ) იმერეთის მხარეში განსახორციელებელი პროექტებისათვის – 6 500 000 (ექვსი მილიონ ხუთასი ათასი) ლარი, №6 დანართის შესაბამისად;

ზ) შიდა ქართლის მხარეში განსახორციელებელი პროექტებისათვის – 3 000 000 (სამი მილიონი) ლარი, №7 დანართის შესაბამისად;

თ) სამცხე-ჯავახეთის მხარეში განსახორციელებელი პროექტებისათვის – 2 240 000 (ორი მილიონ ორას ორმოცი ათასი) ლარი, №8 დანართის შესაბამისად;

ი) მცხეთა-მთიანეთის მხარეში განსახორციელებელი პროექტებისათვის – 700 000 (შვიდასი ათასი) ლარი, №9 დანართის შესაბამისად;

კ) აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განსახორციელებელი პროექტისათვის – 1 446 780 (ერთი მილიონ ოთხას ორმოცდაექვსი ათას შვიდას ოთხმოცი) ლარი, №10 დანართის შესაბამისად.”.

2. განკარგულებას დაემატოს მე-3 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პირველი პუნქტის „კ” ქვეპუნქტის შესრულების კონტროლი ეთხოვოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს ლ. ვარშალომიძეს.”.

3. განკარგულების №1 დანართის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. სენაკის რაიონის ბიუჯეტს გამოეყოს 870 000 (რვაას სამოცდაათი ათასი) ლარი შიდა საქალაქო გზების კეთილმოწყობისა და სანიაღვრე არხების რეაბილიტაციის სამუშაოებისათვის.”

4. განკარგულების №2 დანართის სათაური და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ქვემო ქართლის მხარეში განსახორციელებელი პროექტები

თანხა სულ – 5 805 000 ლარი

1. ქ. რუსთავის ბიუჯეტს გამოეყოს 4 471 000 (ოთხი მილიონ ოთხას სამოცდათერთმეტი ათასი) ლარი გზების საფარის შესაკეთებლად და წყალსადენის სისტემის რეაბილიტაციისათვის შემდეგ ქუჩებზე:

ა) ვაჟა-ფშაველას ქუჩა;

ბ) გურამიშვილის ქუჩა;

გ) 9 ძმა ხერხეულიძის ქუჩა;

დ) შევჩენკოს ქუჩა;

ე) ლერმონტოვის ქუჩა;

ვ) მაჩაბლის ქუჩა;

ზ) მეგობრობის მეორე გასასვლელი;

თ) თოდრიას მესამე ჩიხი;

ი) ვახუშტის ქუჩა;

კ) XVII მ/რ (შიდა კვარტალური);

ლ) XVIII და XIX მ/რ დამაკავშირებელი;

მ) მესხიშვილის მე-3 გასასვლელი;

ნ) XII მ/რ (შიდა კვარტალური);

ო) ბათუმის ქუჩა;

პ) ტაშკენტის (კიროვაკანის) ქუჩა;

ჟ) ცენტრალური მაგისტრალის ორმული დამუშავებისათვის;

რ) ლეონიძის ქუჩაზე გამავალი მაგისტრალური წყალსადენის მილის შესაცვლელად.”.

5. განკარგულების №2 დანართს დაემატოს მე-3 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,3. წალკის რაიონის ბიუჯეტს გამოეყოს 600 000 (ექვსასი ათასი) ლარი სოფ. ბაშქოის, ჯინისისა და წინწყაროს სკოლების კაპიტალური შეკეთებისათვის.”.

6. განკარგულების №3 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში განსახორ-ციელებელი პროექტი

თანხა სულ – 795 000 ლარი

ამბროლაურის რაიონის ბიუჯეტს გამოეყოს 795 000 (შვიდას ოთხმოცდათხუთმეტი ათასი) ლარი თერჯოლა-ხოტევი-ამბროლაურის ბუნებრივი გაზის მაგისტრალის რეაბლიტა-ციისათვის.”.

7. განკარგულების №5 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კახეთის მხარეში განსახორციელებელი პროექტები

თანხა სულ – 7 077 213 ლარი

1. თელავის რაიონის ბიუჯეტს გამოეყოს 3 455 356 (სამი მილიონ ოთხას ორმოცდათხუთმეტი ათას სამას ორმოცდათექვსმეტი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) ქ. თელავის სასმელი წყლის შიდა ქსელისა და წყალმოსამარაგებელი აუზის რეაბილიტაცია;

ბ) ქ. თელავში რობაქიძის ქუჩის კაპიტალური შეკეთება, მოასფალტება;

გ) ქ. თელავში ტურიზმის ცენტრის მოწყობა;

დ) თელავის რაიონის სოფლების გაზიფიცირება;

ე) ქალაქის 28 ცენტრალურ ქუჩაზე გარე განათების აღდგენა;

ვ) შიდა საქალაქო გზების რეაბილიტაცია-მოასფალტება;

ზ) ცენტრალურ ქუჩებზე შენობების ფასადების რეკონ-სტრუქცია;

თ) ქალაქის ცენტრალურ მოედანზე შადრევნის მშენებ-ლობა;

ი) ცენტრალურ ქუჩებზე შენობების მინათება.

2. ახმეტის რაიონის ბიუჯეტს გამოეყოს 129 000 (ას ოცდაცხრა ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) ომალო-შენაქოს ხიდის მშენებლობა;

ბ) მდინარე ილტოს ხეობაში სოფ. ნადუქნარის ხიდის მშენებლობა.

3. სიღნაღის რაიონის ბიუჯეტს გამოეყოს 449 000 (ოთხას ორმოცდაცხრა ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) ქ. სიღნაღის თამარის და გორგასალის ქუჩების შეკეთება;

ბ) ქ. სიღნაღის სასმელი წყლის შიდა ქსელების რეაბილიტაცია;

გ) ქ. სიღნაღის თეატრის კაპიტალური შეკეთება, რეკონსტრუქცია;

დ) ქ. სიღნაღის ცენტრალური ქუჩებისა და შენობების განათება;

ე) სიღნაღი-წნორის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია.

4. ლაგოდეხის რაიონის ბიუჯეტს გამოეყოს 1 047 000 (ერთი მილიონ ორმოცდაშვიდი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) ჭიაურის ტყის რეაბილიტაცია;

ბ) ქ. ლაგოდეხის გარე განათების აღდგენა;

გ) ქ. ლაგოდეხში სპორტული მოედნის მშენებლობა;

დ) სოფელ ცოდნისკარის სპორტული კომპლექსის რეაბი-ლიტაცია;

ე) ქ. ლაგოდეხის გაზმომარაგების აღსადგენად გაზგამტარი მილის რეაბილიტაცია;

ვ) ქ. ლაგოდეხის №1 საშუალო სკოლის კაპიტალური შეკეთება.

5. დედოფლისწყაროს რაიონის ბიუჯეტს გამოეყოს 152 000 (ას ორმოცდათორმეტი ათასი) ლარი ქ. დედოფლისწყაროს გაზ-მომარაგების ქსელის რეაბილიტაციისათვის.

6. ყვარლის რაიონის ბიუჯეტს გამოეყოს 928 135 (ცხრაას ოცდარვა ათას ას ოცდათხუთმეტი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) სოფ. გრემის, ენისელის, საბუის, ალმატის წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციისათვის, წყალშემკრები დრენაჟისა და სათავე ნაგებობის მოწყობისათვის;

ბ) ცენტრალურ ქუჩებზე გარე განათების აღდგენა;

გ) ცენტრალურ ქუჩებზე შენობების ფასადებისა და სახურავების რეაბილიტაცია;

დ) შიდა საქალაქო გზების რეაბილიტაცია-მოასფალტება;

ე) ცენტრალურ ქუჩებზე შენობების მინათება;

ვ) ქ. ყვარლის სასმელი წყლით მოსამარაგებლად მდინარე დურუჯზე დრენაჟ-გალერეის მშენებლობა.

7. გურჯაანის რაიონის ბიუჯეტს გამოეყოს 916 722 (ცხრაას თექვსმეტი ათას შვიდას ოცდაორი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) ქ. გურჯაანის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია;

ბ) ცენტრალური ქუჩების გარე განათება;

გ) ცენტრალურ ქუჩებზე შენობების ფასადების რეკონსტრუქცია;

დ) შიდა საქალაქო გზების რეაბილიტაცია-მოასფალტება;

ე) ცენტრალურ ქუჩებზე შენობების მინათება.”.

8. განკარგულების №8 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სამცხე-ჯავახეთის მხარეში განსახორციელებელი

პროექტები

თანხა სულ – 2 240 000 ლარი

1. ახალციხის რაიონის ბუიჯეტს გამოეყოს 1 800 000 (ერთი მილიონ რვაასი ათასი) ლარი ქ. ახალციხეში სასმელი წყლის ტრასის რეაბილიტაციისათვის.

2. ბორჯომის რაიონის ბიუჯეტს გამოეყოს 440 000 (ოთხას ორმოცი ათასი) ლარი ქ. ბორჯომში მდინარე მტკვარზე არსებული კიდული „სილამაზის” ხიდის რეაბილიტაციიათვის.”.

9. განკარგულებას დაემატოს №10 დანართი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში

განსახორციელებელი პროექტი

თანხა სულ – 1 446 780 ლარი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტს გამოეყოს ქობულეთის რაიონში ციხისძირის წყალსადენის მშენებლობის დასაფინანსებლად 1 446 780 (ერთი მილიონ ოთხას ორმოცდაექვსი ათას შვიდას ოთხმოცი) ლარი.”.

10. განკარგულება ძალაშია 2006 წლის 1 ივნისიდან.

 

პრემიერ-მინისტრი        ზ. ნოღაიდელი