ნ. გილაურისათვის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№233
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 5, 16/05/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება№233

2007 წლის 16 მაისი

ქ. თბილისი

ნ. გილაურისათვის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილე­­­ბისა და საქმიანობის წესის შესახებ“საქართველოს კანო­ნის 27-ე მუხლის შესაბამისად საქართველოს ენერგეტიკის მინისტრს ნიკა გილაურს მიენიჭოს უფლებამოსილება, რომ საქართველოს მთავრობის სახელით ხელი მოაწეროს 2003 წლის 30 ოქტომბერს საქართველოს მთავრობას, აზერბაიჯანის გაზის მომწოდებელ კომპანიასა და სს „საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციას“შორის დადებულ „დამატებითი გაზის ყიდვა-გაყიდვისა“ და 2003 წლის 30 ოქტომბერს საქართველოს მთავრობას, სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანიას, სამხრეთ კავკასიის მილსადენის სის­ტემის ოფციური გაზის კომპანიასა და სს „საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციას“შორის დადებულ „ოფციური გაზის ყიდვა-გაყიდვის“ხელშეკრულებებიდან გამომ­დინარე, უფლებების დათმობისა და ნოვაციის ხელშეკრულებას და შეთანხმების წერილს დამატებითი გაზის ყიდვა-გაყიდვის შესახებ.

პრემიერ-მინისტრი           ზ. ნოღაიდელი