სტიქიის შედეგად ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფლების ხოფურისა და გაღმა ბაბილის დაზიანებული ხიდების და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ გედსამანიასთან მისასვლელი საავტომობილო გზის აღდგენის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№373
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 7, 18/07/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №373

2007 წლის 18 ივლისი

ქ. თბილისი

სტიქიის შედეგად ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფლების ხოფურისა და გაღმა ბაბილის დაზიანებული ხიდების და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ გედსამანიასთან მისასვლელი საავტომობილო გზის აღდგენის შესახებ

მიმდინარე წლის ივლისში წყალდიდობამ მთლიანად წაიღო ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფლებთან – ხოფურ­თან და გაღმა ბაბილთან დამაკავშირებელი ხიდები, რის შედეგადაც 140 კომლი მთლიანად მოწყდა მუნიციპალურ ცენტრს, ასევე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ხუნევის ტერიტორიულ ერთეულში შემავალ სოფელ გედსამანიაში მისასვლელი საავტომობილო გზის ცალკეულ მონაკვეთებში გამოირეცხა მიწის ვაკისი, რის გამოც მუნიციპალიტეტის ცენტრს მოწყდა 75 კომლი და ცხრაწლიანი სკოლა.

სოფლების – ხოფურისა და გაღმა ბაბილის ხიდების და გედსამანიის საავტომობილო გზის აღდგენის სამუშაოთა შესრულების მიზნით:

1. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინის­ტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქარ­თველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა (რ. დალაქიშვილი) უზრუნველყოს სოფლების – ხოფურის, გაღმა ბაბილის ხიდებისა და გედსამანიაში მისასვლელი საავტო­მობილო გზის დაზიანებული მონაკვეთების აღდგენა, რომლის დაფინანსება განხორციელდეს „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან.

2. პირველი პუნქტით განსაზღვრულ სამუშაოთა დასრუ­ლების შემდეგ კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნ­ველყოფილ იქნეს ლენტეხის მუნიციპალიტეტისათვის სოფელ ხოფურსა და გაღმა ბაბილთან დამაკავშირებელი აღდგენილი ხიდების გადაცემა, ხოლო ხარაგაულის მუნიციპალიტეტი­სათვის სოფელ გედსა­მანიასთან მისასვლელი საავტომობილო გზის აღდგენილი მონაკვეთების გადაცემა.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                   ზ. ნოღაიდელი