„კოდორის ხეობაში ჭუბერი-საკენის ახალი საავტომობილო გზის მშენებლობის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 აგვისტოს №388 განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №487
2006 წლის 18 ოქტომბერი
ქ. თბილისი
,,კოდორის ხეობაში ჭუბერი-საკენის ახალი საავტომობილო გზის მშენებლობის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 აგვისტოს №388 განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
1. ,,კოდორის ხეობაში ჭუბერი-საკენის ახალი საავტომობილო გზის მშენებლობის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 აგვისტოს №388 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) განკარგულების სათაურსა და ტექსტში სიტყვები ,,კოდორის ხეობაში” შეიცვალოს სიტყვებით ,,ზემო აფხაზეთში”;
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ (დ. ტყეშელაშვილი) და სსიპ – საფინანსო სააგენტომ ჭუბერი-საკენის ახალი საავტომობილო გზის მშენებლობისას სპეციალური ჭრის განხორციელების შედეგად მოჭრილი იმ ხეების ინვენტარიზაცია, რომელიც სარეალიზაციოდ ვარგისია და დასატვირთ ბაქანზე გამოზიდვა შესაძლებელია, მოახდინონ ჭრის დამთავრების შემდეგ.”;
ბ) განკარგულებას დაემატოს 31 და 32 პუნქტები:
,,31. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ ორ კვირაში უზრუნველყონ მშენებლობისათვის აუცილებელი სახელმწიფო ტყის ფონდის მიწისათვის სპეციალური დანიშნულების კატეგორიის მინიჭებისა და სპეციალური მიზნით ტყით სარგებლობისათვის გამოყოფის თაობაზე გადაწყვეტილების მომზადება და მიღება.
32. სსიპ – საფინანსო სააგენტომ აღნიშნული გზის ხელოვნურ ნაგებობათა მოსაწყობად ხე-ტყის საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს სპეციალური ჭრის შედეგად მოჭრილი ხე-ტყის კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის გადაცემა.”.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი