შპს „დიაბეტის კვლევის ეროვნული ცენტრის“ და ა(ა)იპ „დიაბეტის, ენდოკრინული და გულ-ფილტვის დაავადებების ცენტრის“ მიმართ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1463
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016143
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/10/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1463

 2013 წლის 21 ოქტომბერი

ქ. თბილისი

შპს „დიაბეტის კვლევის ეროვნულ ი ცენტრ ი ს“ და ა (ა )იპ „დიაბეტის, ენდოკრინული და გულ-ფილტვის დაავადებების ცენტრი ს“ მიმართ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება შპს „დიაბეტის კვლევის ეროვნულ ცენტრსა“ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის 2011წლის 28 ივნისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების 3.1.2 მუხლით ნაკისრი ვალდებულების დარღვევისათვის შპს „დიაბეტის კვლევის ეროვნულ ცენტრისა“ და ა (ა )იპ– დიაბეტის, ენდოკრინული და გულ-ფილტვის დაავადებების ცენტრ ისათვის დაკისრებულ პირგასამტეხლოს გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე.

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ განკარგულების შესრულებისათვის განახორციელოს კანონმდებლობით გათვალის­წინებული ღონისძიებები.

პრემიერ‑მინისტრი ბიძინა ივანიშვილი