„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
შემოსავლების სამსახურის უფროსის
ბრძანება №52 402
2013 წლის 2 1 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №12):
ა) მე-11 მუხლის:
ა.ა) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი1“ ქვეპუნქტი:
„ი1) განყოფილების მიერ დარიცხული გადასახადის და საურავის თანხებზე „საგადასახადო მოთხოვნის“ მომზადება (რომელსაც ხელს აწერს გაფორმების სამმართველოს უფრ ოსი/მოადგილე ან განყოფი ლე ბის უფრ ოსი),მისი გადასახადის გადამხდელისათვის წარდგენისა და მომსახურების დეპარტამენტისათვის გაგზავნ ის უზრუნველყოფა;“;
ა.ბ) მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1“ ქვეპუნქტი:
„თ1) განყოფილების მიერ დარიცხული გადასახადის და საურავის თანხებზე „საგადასახადო მოთხოვნის“ მომზადება (რომელსაც ხელს აწერს გაფორმების სამმართველოს უფრ ოსი/მოადგილე ან განყოფი ლე ბის უფრ ოსი), მისი გადასახადის გადამხდელისათვის წარდგენისა და მომსახურების დეპარტამენტისათვის გაგზავნ ის უზრუნველყოფა;“;
ბ) მე-12 მუხლის:
ბ.ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე ) სამმართველოს მიერ მომზადებული შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე დარიცხული გადასახადის (მათ შორის, დამატებით), საურავის და ფულადი ჯარიმის თანხებზე „საგადასახადო მოთხოვნის“ მომზადება (რომელსაც ხელს აწერს დეპარტამენტის უფროსი/მოადგილე ან სამმართველოს უფრ ოსი/მოადგილე) და მისი გადასახადის გადამხდელის ა თვის წარდგე ნის უზრუნველყოფა;“;
ბ.ბ) „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი:
„ე1) სამმართველოს მიერ მომზადებული შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე დარიცხული/შემცირებუ ლი გადასახადის, საურავის და ფულადი ჯარიმის თანხების გადასახადის გადამხდელის პირად ი აღრიცხვის ბარათზე ასახვა;“;
გ) მე-13 მუხლის:
გ.ა) პირველ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის აგან და სხვა დაინტერესებული პირისაგან გადამხდელის ან/და დეკლარირებული საქონლის შესახებ ინფორმაციის მოთხოვნა, მიღებული ინფორმაციის დამუშავება, ანალიზი, გასატარებელი ღონისძიებების დაგეგმვა, სისტემაში რისკების მართვის შესაბამისი ელემენტების ინტეგრირება და მონიტორინგი;“;
გ.ბ) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:
„ზ) კომპეტენციის ფარგლებში, საგადასახადო სამართალდარღვევ ის გამოვლენა და სამართალდარღვევის ოქმის შედგენა.“;
დ) მე-16 მუხლის:
დ.ა) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1“ ქვეპუნქტი:
„თ1) გაფორმების ეკონომიკური ზონის მიერ დარიცხული გადასახადის და საურავის თანხებზე „საგადასახადო მოთხოვნის“ მომზადება (რომელსაც ხელს აწერს გაფორმების ეკონომიკური ზონის უფროსი/მოადგილე ან სამმართველოს უფროსი/მოადგილე), მისი გადასახადის გადამხდელისათვის წარდგენისა და მომსახურების დეპარტამენტისათვის გაგზავნ ის უზრუნველყოფა;“;
დ.ბ) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:
„ბ1) გაფორმების ეკონომიკური ზონის მიერ დარიცხული გადასახადის და საურავის თანხებზე „საგადასახადო მოთხოვნის“ მომზადება (რომელსაც ხელს აწერს გაფორმების ეკონომიკური ზონის უფროსი/მოადგილე ან სამმართველოს/განყოფილების უფრ ოსი), მისი გადასახადის გადამხდელისათვის წარდგენისა და მომსახურების დეპარტამენტისათვის გაგზავნ ის უზრუნველყოფა;“;
ე) მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ1“ ქვეპუნქტი:
„კ1) საბაჟო გამშვები პუნქტის მიერ დარიცხული გადასახადის თანხებზე „საგადასახადო მოთხოვნის“ მომზადება (რომელსაც ხელს აწერს საბაჟო გამშვები პუნქტის უფრ ოსი/მოადგილე/ცვლის უფროსი) მისი გადასახადის გადამხდელისათვის წარდგენისა და მომსახურების დეპარტამენტისათვის გაგზავნ ის უზრუნველყოფა;“.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
ლაშა ხუციშვილი