ქ. თბილისი თურქმენეთსა და ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ალექსი პეტრიაშვილის ავღანეთში ვიზიტის დროს მიღწეულ შეთანხმებათა შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ს აქართველოს მ თ ავრობის
განკარგულება №529
2005 წლის 3 დეკემბერი
ქ. თბილისი
თურქმენეთსა და ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ალექსი პეტრიაშვილის ავღანეთში ვიზიტის დროს მიღწეულ შეთანხმებათა შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ
თურქმენეთსა და ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ალექსი პეტრიაშვილის მიმდინარე წლის 9 ივლისს ავღანეთში ვიზიტის დროს მიღწეულ შეთანხმებათა რეალიზაციის მიზნით:
1. დამტკიცდეს 2005 წლის 9 ივლისს თურქმენეთსა და ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ალექსი პეტრიაშვილის ავღანეთში ვიზიტის დროს მიღწეულ შეთანხმებათა რეალიზაციის თანდართული პროგრამა.
2. საქართველოს სამინისტროებმა და უწყებებმა თურქმენეთსა და ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსთან თანამშრომლობით უზრუნველყონ პროგრამით გათვალისწინებულ საკითხთა დროულად გადაწყვეტა და შესრულებული სამუშაოს შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის ინფორმირება.
3. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, როგორც შეთანხმებათა რეალიზაციის პროგრამის კოორდინატორმა, მონიტორინგი გაუწიოს საქართველოს სამინისტროებისა და უწყებების მიერ თანდართული პროგრამით გათვალისწინებულ საკითხთა გადაწყვეტას.
4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
2005 წლის 9 ივლისს თურქმენეთსა და ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ალექსი პეტრიაშვილის ავღანეთში ვიზიტის დროს მიღწეულ შეთანხმებათა რეალიზაციის პროგრამა
1. საქართველოსა და ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკას შორის ორმხრივი სამთავრობათაშორისო ეკონომიკური კომისიის შექმნა.
2. მდინარე ამუდარიაზე ნაპირდაცვით სამუშაოთა შესრულების, ქ. ქაბულის საცხოვრებელი რაიონების ერთობლივი მშენებლობის შესაძლებლობის, აგრეთვე, ქ. ქაბულის წყალგაყვანილობისა და სხვა კომუნიკაციების მდგომარეობის შესწავლის მიზნით შესაბამისი დასკვნების მომზადება.
3. ავღანეთის სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგის განვითარებაში ქართველ სპეციალისტთა ჩართვის შესაძლებლობის შესწავლა.
4. ავღანეთისათვის განკუთვნილი და ავღანეთის ტვირთების ტრანსპორტირებისათვის საქართველოში არსებული საზღვაო ნავსადგურების, სარკინიგზო და საავტომობილო ინფრასტრუქტურის გამოყენების შესაძლებლობის შესწავლა.
5. საქართველოში წარმოებული მიკროჰესების ავღანეთის ისლამური რესპუბლიკისათვის მიწოდება და მათი საექსპლუატაციოდ გადაცემა.
6. ქ. ქაბულსა და ქ. თბილისს შორის საჰაერო მიმოსვლის დაწყების შესაძლებლობის შესწავლა.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ქ. თბილისი თურქმენეთსა და ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ალექსი პეტრიაშვილის ავღანეთში ვიზიტის დროს მიღწეულ შეთანხმებათა შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „ქ. თბილისი თურქმენეთსა და ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ალექსი პეტრიაშვილის ავღანეთში ვიზიტის დროს მიღწეულ შეთანხმებათა შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 03.12.2005.
- როდის იქნა მიღებული „ქ. თბილისი თურქმენეთსა და ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ალექსი პეტრიაშვილის ავღანეთში ვიზიტის დროს მიღწეულ შეთანხმებათა შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“?
- „ქ. თბილისი თურქმენეთსა და ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ალექსი პეტრიაშვილის ავღანეთში ვიზიტის დროს მიღწეულ შეთანხმებათა შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“ მიღებულია 03.12.2005. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №529. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.00.000000.
- სად არის „ქ. თბილისი თურქმენეთსა და ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ალექსი პეტრიაშვილის ავღანეთში ვიზიტის დროს მიღწეულ შეთანხმებათა შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 03.12.2005 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „ქ. თბილისი თურქმენეთსა და ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ალექსი პეტრიაშვილის ავღანეთში ვიზიტის დროს მიღწეულ შეთანხმებათა შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“, №529, 03.12.2005, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.12.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2058640/