2. მთავრობის შემადგენლობაშია საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში.

3. სახელმწიფო მინისტრს ნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

4. სახელმწიფო მინისტრის უფლებამოსილება და მისი ფარგლები განისაზღვრება ამ კანონითა და მთავრობის შესაბამისი დადგენილებით.

5. სახელმწიფო მინისტრი:

ა) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს აღმასრულებელ ხელისუფლებას;

ბ) ახორციელებს მინისტრისათვის ამ კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებებს, აგრეთვე საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს;

გ) ასრულებს მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის ცალკეულ დავალებებს;

დ) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებს.

6. სახელმწიფო მინისტრის საქმიანობას უზრუნველყოფს სახელმწიფო მინისტრის აპარატი.

7. სახელმწიფო მინისტრის აპარატის სტრუქტურასა და საშტატო ნუსხას განსაზღვრავს მთავრობა.

8. სახელმწიფო მინისტრს უფლებამოსილება უწყდება ამ კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად.

საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3453 – ვებგვერდი, 09.10.2018წ.

თავი VII

სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებე