2. თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, სპეციალური დაწესებულება ანგარიშვალდებულია იმ სუბიექტის წინაშე და მის სამსახურებრივ ზედამხედველობასა და მისი საქმიანობის კონტროლს/ზედამხედველობას ახორციელებს ის სუბიექტი, რომლის უშუალო დაქვემდებარებაშიც იმყოფება აღნიშნული სპეციალური დაწესებულება.

3. თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, სპეციალური დაწესებულების ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ხოლო სპეციალური დაწესებულების ხელმძღვანელის მოადგილეებს ამ სპეციალური დაწესებულების ხელმძღვანელის წარდგინებით თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობებიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. სპეციალური დაწესებულების სხვა თანამშრომლების თანამდებობებზე დანიშვნისა და თანამდებობებიდან გათავისუფლების საკითხები წესრიგდება სათანადო ნორმატიული აქტებით.

4. სპეციალური დაწესებულება თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, კანონის, ამ სპეციალური დაწესებულების დებულების, სხვა ნორმატიული აქტებისა და იმ სუბიექტის ინსტრუქციებისა და დავალებების საფუძველზე, რომლის უშუალო დაქვემდებარებაშიც იმყოფება ეს სპეციალური დაწესებულება.

5. თუ კანონით ან/და მთავრობის ნორმატიული აქტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დაწესებულების დებულებასა და მისი საქმიანობის მომწესრიგებელ სხვა ნორმატიულ აქტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარდგინებით ამტკიცებს/იღებს მთავრობა.

საქართველოს 2013 წლის 4 ოქტომბრის კანონი №1463 - ვებგვერდი, 22.10.2013წ.

საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1620 - ვებგვერდი, 14.12.2017წ.

საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3453 – ვებგვერდი, 09.10.2018წ.

საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4068 – ვებგვერდი, 28.12.2018წ.

საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №813 – ვებგვერდი, 01.07.2025წ.

თავი VIII

სახელმწიფოს წარმომადგენლო