შპს „იმპერიალი“-ს ვალუტის გადამცვლელი პუნქტის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№783
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/11/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის

განკარგულება №783

2013 წლის 17 ოქტომბერი

ქ. თბილისი

შპს „იმპერიალის ” ვალუტის  გადამცვლელი პუნქტის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 50-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61 -ე მუხლის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 20 12 წლის 7 თებერვლის №27/04 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 9 ივლისის №99/01 ბრძანების საფუძველზე:

1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2011 წლის 8 დეკემბრის №850 განკარგულება და შპს „იმპერიალს“ (საიდენტიფიკაციო კოდი : №404897876) გაუუქმდეს ვალუტის გადამცვლელი პუნქტის რეგისტრაცია, სარეგისტრაციო ნომრით 0133191 .

2. აღნიშნული განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6), მხარისათვის მისი ოფიციალურად გაცნობიდან ერთი თვის ვადაში .

3. განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 

არასაბანკო დაწესებულებების

ზედამხედველობის დეპარტამენტის

უფროსი                                                                                          მანანა ციციშვილი