საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 დეკემბრის №1057 ბრძანებულებით ლიკვიდირებული საქართველოს პოლიგრაფიისა და საგამომცემლო საქმის სამსახურის ლიკვიდაციის ღონისძიებათა დასაფინანსებლად თანხის გამოყოფის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№37
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 2, 02/02/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ს აქართველოს მ თ ავრობის

განკარგულება №37

2006 წლის 2 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 დეკემბრის №1057 ბრძანებულებით ლიკვიდირებული საქართველოს პოლიგრაფიისა და საგამომცემლო საქმის სამსახურის ლიკვიდაციის ღონისძიებათა დასაფინანსებლად თანხის გამოყოფის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 დეკემბრის №1057 ბრძანებულებით ლიკვიდირებული საქართველოს პოლიგრაფიისა და საგამომცემლო საქმის სამსახურის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი):

ა) „საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს პოლიგრაფიისა და საგამომცემლო საქმის სამსახურის აპარატის ლიკვიდაციის ღონისძიებათა დასაფინანსებლად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გამოუყოს 18 990 (თვრამეტი ათას ცხრაას ოთხმოცდაათი) ლარი, ხოლო მისი დაქვემდებარების სულხან-საბა ორბელიანის სახელობის წიგნის სახელმწიფო პალატის ლიკვიდაციის ღონისძიებათა დასაფინანსებლად საქარ­თველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას – 51 131 (ორმოცდათერთმეტი ათას ას ოცდათერთმეტი) ლარი;

ბ) „საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით წინა პერიოდის დავალიანებათა დასაფარავად გათვალისწინებული ასიგნებებიდან საქართველოს პოლიგრაფიისა და საგამომცემლო საქმის სამსახურის აპარატის კრედიტორული დავალიანების დასაფარავად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გამოუყოს 39 230 (ოცდაცხრამეტი ათას ორას ოცდაათი) ლარი, ხოლო მისი დაქვემდებარების სულხან-საბა ორბელიანის სახელობის  წიგნის სახელმწიფო პალატის კრედიტორულ დავალიანებათა დასაფარა­ვად საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას – 35 925 (ოცდათხუთმეტი ათას ცხრაას ოცდახუთი) ლარი.

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ი. ჩოგოვაძე) უზრუნველყოს სულხან-საბა ორბელიანის სახელო­ბის წიგნის სახელმწიფო პალატის ბალანსზე რიცხული ქონების საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისათვის გადაცემა.

პრემიერ-მინისტრი                                                                                        ზ. ნოღაიდელი