საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 14 დეკემბრის №1045 ბრძანებულებით ლიკვიდირებული საქართველოს პრეზიდენტის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ოფიციალურ გამოცემათა სამსახურის – საქართველოს პრეზიდენტის ბიბლიოთეკის ლიკვიდაციის ღონისძიებათა დასაფინანსებლად თანხის გამოყოფის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ს აქართველოს მ თ ავრობის
განკარგულება №36
2006 წლის 2 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 14 დეკემბრის №1045 ბრძანებულებით ლიკვიდირებული საქართველოს პრეზიდენტის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ოფიციალურ გამოცემათა სამსახურის – საქართველოს პრეზიდენტის ბიბლიოთეკის ლიკვიდაციის ღონისძიებათა დასაფინანსებლად თანხის გამოყოფის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 14 დეკემბრის №1045 ბრძანებულებით ლიკვიდირებულ საქართველოს პრეზიდენტის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ოფიციალურ გამოცემათა სამსახურის – საქართველოს პრეზიდენტის ბიბლიოთეკის ლიკვიდაციის ღონისძიებათა დასაფინანსებლად საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ა ლექსიშვილი):
ა) „საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გამოუყოს 31 168 (ოცდათერთმეტი ათას ას სამოცდარვა) ლარი;
ბ) წინა წლებში წარმოქმნილ კრედიტორულ დავალიანებათა დასაფარავად „საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით წინა პერიოდის დავალიანებათა დასაფარავად გათვალისწინებული ასიგნებებიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გამოუყოს 90 778 (ოთხმოცდაათი ათას შვიდას სამოცდათვრამეტი) ლარი.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი