კავშირგაბმულობის, ფოსტის და ინფორმატიზაციის ადმინისტრაციის ლიკვიდაციის ღონისძიებათა შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№167
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 5, 04/05/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №167

2005 წლის 4 მაისი

ქ. თბილისი

კავშირგაბმულობის, ფოსტის და ინფორმატიზაციის ადმინისტრაციის ლიკვიდაციის ღონისძიებათა შესახებ

1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“საქართველოს კა­ნონის, „საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთი ბრძანე­ბულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ივლისის № 255 ბრძა­ნებულების, „საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამი­ნისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის № 77 დადგენილების საფუძველზე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამი-ნისტრომ (ა. ალექსიშვილი), უზრუნველყოს საქართველოს ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – კავშირგაბმულობის, ფოსტის და ინფორმატიზაციის ადმინისტრაციის ლიკვიდაციის ღონისძიებათა განხორციელება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                ზ. ნოღაიდელი