საქართველოს მთავრობის 2008 წლის 10 ოქტომბრის №663 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №916
2008 წლის 28 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 10 ოქტომბრის №663 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის შენობის, როგორც მნიშვნელოვანი არქიტექტურული ნაგებობის განახლების, მისი მსოფლიო სტანდარტებთან დაახლოების მიზნით და შპს „თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის“ ტერიტორიაზე დაგეგმილი სასტუმროს მშენებლობასთან დაკავშირებით საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ინფორმაციიდან გამომდინარე:
1. შეტანილ იქნეს ცვლილება საქართველოს მთავრობის 2008 წლის 10 ოქტომბრის №663 განკარგულებაში და მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„2. შპს „ინტერნეიშენალ ივენთს“ 2009 წლის 1 სექტემბრამდე გადაუვადდეს საკონცერტო დარბაზის მოსაწყობად არანაკლებ 5 000 000 (ხუთი მილიონი) აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელებისა და რეაბილიტირებული საკონცერტო დარბაზის გახსნის ვალდებულება.
3. წელიწადში სულ ცოტა 100 ადგილობრივი და 5 საერთაშორისო ღონისძიების მოწყობის ვალდებულების შესრულების ვადის ათვლა დაიწყოს 2009 წლის 1 სექტემბრიდან.“.
2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები ზემოაღნიშნულის განსახორციელებლად.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი გ. მგალობლიშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს მთავრობის 2008 წლის 10 ოქტომბრის №663 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს მთავრობის 2008 წლის 10 ოქტომბრის №663 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 28.12.2008.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს მთავრობის 2008 წლის 10 ოქტომბრის №663 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“?
- „საქართველოს მთავრობის 2008 წლის 10 ოქტომბრის №663 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ მიღებულია 28.12.2008. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №916. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- სად არის „საქართველოს მთავრობის 2008 წლის 10 ოქტომბრის №663 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.12.2008 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს მთავრობის 2008 წლის 10 ოქტომბრის №663 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“, №916, 28.12.2008, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.12.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2182596/