ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროგრამა „ტასისის“ დასკვნითი 2006 წლის სამოქმედო გეგმის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობ ი ს
განკარგულება№305
2005 წლის 15 ივლისი
ქ. თბილისი
ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროგრამა „ტასისის“დასკვნითი 2006 წლის სამოქმედო გეგმის შესახებ
1. მოწონებულ იქნეს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის გ. ბარამიძის მიერ წარმოდგენილი „ტასისის“2006 წლის სამოქმედო გეგმის პრიორიტეტები:
ა) კანონის უზენაესობის განმტკიცებისა და ინსტიტუციონალური რეფორმის პრიორიტეტი: მხარდამჭერი პროექტები საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, გენერალური პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის (სამოქმედო გეგმის ბიუჯეტის 50-55 პროცენტი);
ბ) გარდამავალი პერიოდის სოციალური შედეგების დაძლევის პრიორიტეტი: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროში მიმდინარე პროექტის – „კახეთის რეგიონში პირველადი ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის განახლება“– გაგრძელება და მისი გავრცობა საქართველოს სხვა რეგიონებზე (სამოქმედო გეგმის ბიუჯეტის 40-45 პროცენტი);
გ) „ტასისის“საუნივერსიტეტო პროგრამა „ტემპუსის“ფარგლებში პროექტების დაფინანსება (სამოქმედო გეგმის ბიუჯეტის 10 პროცენტი).
2. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა გ. ბარამიძემ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების გათვალისწინებით ევროპის მხარესთან ერთად განაგრძოს მუშაობა „ტასისის“2006 წლის სამოქმედო გეგმის პროექტზე.
3. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ (კ. კემულარია), შინაგან საქმეთა სამინისტრომ (ვ. მერაბიშვილი), გენერალურმა პროკურატურამ (ზ. ადეიშვილი), შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (ვ. ჭიპაშვილი) და განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ (კ. ლომაია) შესაბამისი პრიორიტეტების ფარგლებში წარმოადგინონ საპროექტო წინადადებები მიმდინარე წლის 1 ოქტომბრამდე.
საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ კოორდინაცია გაუწიოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გენერალური პროკურატურის საქმიანობას აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი